მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა 5,5%-ზეა დაგეგმილი - გიორგი კაკაურიძე

news image
mbc image

საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტმა  „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის პირველადი ვარიანტი  (თანდართულ მასალებთან ერთად) და - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის" დოკუმენტი განიხილა.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა  ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდეციებზე.

მისი თქმით,  2021-2023 წლებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,0% შეადგინა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით 63%-ით გაიზარდა და 80 მილიარდ 246 მილიონ ლარს გადააჭარბა.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ეს ტენდეცია 2024 წელსაც გრძელდება.

„მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაიგეგმა 5,2%-ის ოდენობით, თუმცა ზაფხულში პროგნოზი გაიზარდა 6%-მდე და ახლა უკვე განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.2%-ია და ნომინალურ გამოხატულებაში ეკონომიკა 89 მილიარდ 608 მილიონ ლარს აჭარბებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი, კერძოდ, 2022 წლის ბოლოსთვის ის  3%-იყო,   2023 წლიდან მშპ-ს 2,5%-ის დონეზეა და წელსაც ასე გრძელდება, ხოლო ვალის მაჩვენებელი 60,2%-იდან ჩამოვიდა  მშპ-ს 40%-იან მაჩვენებელზე.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით: 2025 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში  - 5,3%; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს;  საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1,5%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%).

მისი თქმით, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს. ასევე, საშუალოვადიან პერიოდში, არსებული ზრდიდან გამომდინარე,    მთლიანი შიდა პროდუქტი ზრდა 123,0 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები  24,4 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება, რაც მშპ-ს 25,1%-ია. ასევე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი   მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 36,8%-ის ფარგლებში.

მისი თქმით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად  31,2 მლრდ ლარია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულად დაფინანსება.

პროექტის თანახმად: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 700,0 მლნ ლარით, რაც 2024 წელთან შედარებით  870.9 მლნ ლარით არის გაზრდილია; განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 885,0 მლნ ლარით, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს  377,0 მლნ ლარით აღემატება; კულტურისა და სპორტისა სამინისტროს დაფინანსება  515,0 მლნ ლარია (იზრდება 43,0 მლნ ლარით); რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება  3 200,0 მლნ ლარით განისაზღვრა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება  745.0 მლნ ლარს შეადგენს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის  1 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, რაც 199,0 მლნ ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს;  იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 427,0 მლნ ლარი;  თავდაცვის სამინისტროსთვის - 1 600,0 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 1 350,0 მლნ ლარი; საქართველოს პროკურატურისთვის - 68,0 მლნ ლარი; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის - 19,0 მლნ ლარი; სასამართლო სისტემისთვის - ჯამში 174,7 მლნ ლარი; იურიდიული დახმარების სამსახურისთვის - 13,7 მლნ ლარი; სახალხო დამცველის აპარატისთვის -  10,3 მლნ ლარი, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის - 8,5 მლნ ლარი.

კომიტეტმა, ასევე  მოისმინა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და  საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნები.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების, აგრეთვე საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე მოამზადებს საბოლოო დასკვნას და მას  პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს, რომელიც დასკვნას საქართველოს მთავრობას გაუგზავნის.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა