მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

2026-2027 წლებში თითქმის 400 000 კვადრატული მეტრის სასაწყობე ფართის მიწოდებაა დაგეგმილი - ზუკა თავყელიშვილი

news image
mbc image

2026-2027 წლებში თითქმის 400 000 კვადრატული მეტრის სასაწყობე ფართის მიწოდებაა დაგეგმილი - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა ზუკა თავყელიშვილმა განაცხადა.

„გეთანხმებით იმაში, რომ თვითონ ეს ინდუსტრია ძალიან ბევრ სექტორს ეხება და ბევრი ჩართული მხარე არის სასაწყობე მიმართულებით.

რაც შეეხება მდებარეობებს, თუ შევხედავთ, თბილისში ბუნებრივია, რომ საწყობების უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული. 2025 წელს 1 260 000 კვადრატული მეტრის სასაწყობე ფართი იყო მიწოდება. მას მოჰყვება ბათუმი 340 000 კვადრატული მეტრით და ფოთი 170 000 კვადრატული მეტრით.

თუ შევადარებთ, ფოთში, მაგალითად, თუ ავიღებთ საბაჟო საწყობების წილს ჯამურ საწყობებში, არის დაახლოებით 70%. შესადარისად, თბილისში ეს არის მხოლოდ 23%, ანუ თბილისში არსებული საწყობები ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და ფოთში ემსახურება საერთაშორისო ტვირთს ძირითადად.

სექტორს ზრდისა და გაფართოების პოტენციალი ცალსახად აქვს. ახლა მიწოდების მხარეს, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ გაზრდილი არის ტემპი.

თუ შევხედავთ, მაგალითად, წინა ათწლეულს - 2014-დან 2024 წლამდე რომ გადავხედოთ საკმაოდ ნელი ტემპით იზრდებოდა მიწოდება და წლიურად საშუალოდ 35 000 კვადრატული მეტრის სასაწყობე სივრცეები შენდებოდა.

2022-2023 წელს გაზრდილ მოთხოვნას ის მოჰყვა, რომ 2024 წლიდან უკვე მიწოდების მხარეს ვნახეთ შესაბამისი პასუხი და გახუთმაგდა მიწოდების ტემპი, ანუ საშუალოდ წლიურად 180 000 კვადრატული მეტრი ემატება თბილისს 2024 წლიდან.
თუ შევხედავთ მომდევნო ორ წელს 2026-2027 წლებში რაც უნდა აშენდეს, ჯამში თითქმის 400 000 კვადრატული მეტრის მიწოდება უკვე დაგეგმილია და ნებართვები არის ამაზე გაცემული, რაც იქნება 2025 წელთან დაახლოებით 31%-იანი ზრდა.
ანუ მიწოდების ტემპი საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეს, ბუნებრივია, სექტორის აქტუალობაშიც აისახება“, - აცხადებს ზუკა თავყელიშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

07.09.2026.19:56

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევსა და კომპანია KTZ Express - ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აიბეკ კაპარსშეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა