2026 წელი საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის ძალიან წარმატებული იქნება - EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში
ამ ეტაპამდე EBRD-ს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მილიარდ ევროზე მეტი აქვს ინვესტირებული, დაახლოებით 30 პროექტის ფარგლებში , - აცხადებს EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსი. მისი შეფასებით, ეს მონაცემები მოიცავს როგორც უკვე არსებულ საინვესტიციო პორტფელს, ისე იმ პროექტებსაც, რომლებიც უახლოეს თვეებში დაემატება.
,,ველოდებით, რომ 2026 წელი სექტორისთვის ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენი მთავარი ფოკუსია საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის ინტეგრირება ენერგოსისტემაში, მომხმარებლების სასარგებლოდ, და ასევე ქვეყნის სწორ პოზიციონირებაში უფრო ფართო რეგიონული კავშირებისა და ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში “, - ამბობს ალკის ვრიენიოს დრაკინოსი.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
17.09.2026.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9927 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6076 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6076 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6081 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება ღირებულება 2.9927 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0084 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0157 ლარი შეადგინა.