მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.8
-0.0067
flag
AZN 1.5575
-0.0001
flag
CNY 38.871
-0.0159
flag
EUR 3.0026
-0.0174
flag
GBP 3.4838
-0.0166
flag
KZT 54.41
-0.0006
flag
TRY 0.0569
-0.0001
flag
USD 2.6473
-0.0007
news banner

გაეროს პროგნოზით, 2026 წელს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ექნება

news image
mbc image

გაერო განახლებულ ანგარიშს „მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მაღალი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის, ცვალებადი სავაჭრო პოლიტიკისა და მდგრადი ფისკალური გამოწვევების გამო გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია. ანგარიშის მიხედვით, ამ ზეწოლას დამატებით აძლიერებს გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ფინანსური რისკები. 

გაეროს ანგარიშის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2025 წლისთვის 2.8 პროცენტით არის შეფასებული, 2026 წელს პროგნოზულად ოდნავ შემცირდება და 2.7 პროცენტს შეადგენს, ხოლო 2027 წელს 2.9 პროცენტამდე გაიზრდება. მიუხედავად ამისა, ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება პანდემიამდე პერიოდის (2010–2019 წლები) საშუალო დონეს — 3.2 პროცენტს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში 2025 წელს ძლიერი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა, რასაც ხელი შეუწყო სამშენებლო და ტურიზმის სექტორებმა. გაეროს პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,4%-ით, უკრაინის 2,3%-ით, ხოლო მოლდოვის 2,5%-ით გაიზრდება

ირკვევა, რომ 2026 წელს კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს ექნება. უფრო კონკრეტულად გაეროს პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,4%-ით გაიზრდება სომხეთის 4.8%-ით, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდა 2.7%-ის დონეზე იქნება. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

25.06.2026.12:39

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

აღინიშნა, რომ მიმდინარე ტურისტულ სეზონს ბათუმის აეროპორტი სრული მზაობით ხვდება და მზადაა, შეუფერხებლად მოემსახუროს მგზავრების მზარდ ნაკადებს.

ადგილზე ასევე საუბარი შეეხო სანავიგაციო სეზონთან დაკავშირებულ გეგმებს, ფრენების განახლებულ განრიგებსა და მზარდი მგზავრთნაკადის ეფექტიანად მომსახურების საკითხებს.

სამუშაო პროცესის მიმდინარეობა მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ გააცნო. მანვე ადგილზე ბათუმის აეროპორტის გაფართოების ხედვა წარადგინა.

პროექტის თანახმად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის არსებულ 8,000 მ²-ს დაახლოებით 1000 მ² ფართობის ახალი სივრცეები ემატება, რომელიც მოიცავს, როგორც საოპერაციო, ასევე ადმინისტრაციულ ზონებს - სხვადასხვა ზონაში მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების ერთობლიობა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას, ჯამში, 22-25%-მდე გაზრდის.

2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1,230,200 მგზავრს მიაღწია, რაც 2024 წლის მონაცემებთან შედარებით 29%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ - მაისის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში განხორციელებული რეისების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამუშაო შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან და ზურაბ პატარაძესთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ესწრებოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა