მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0012
flag
AZN 1.5464
-0.0003
flag
CNY 38.817
0.0007
flag
EUR 2.9975
-0.0009
flag
GBP 3.5122
-0.0017
flag
KZT 56.04
-0.0017
flag
TRY 0.0556
-0.0001
flag
USD 2.6285
-0.0005
news banner

2026 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობის ზრდას ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის გაუმჯობესება, ახლო აღმოსავლეთიდან სამოგზაურო მოთხოვნის ნორმალიზება და ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა | Galt & Taggart

news image
mbc image

Galt & Taggart-ი ტურიზმის 2026 წლის II კვარტლის შეჯამებას აქვეყნებს. 

ვიზიტების დინამიკა | 2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 4.5%-ით შემცირდა და 1.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა წლიურად 2.7%-ით შემცირდა და 1.3 მლნ შეადგინა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 11.6%-ით შემცირდა და 0.3 მლნ შეადგინა.

ვიზიტების კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან (-32.4% წ/წ), ინდოეთიდან (-75.8% წ/წ) და მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის თურქეთიდან (-6.9% წ/წ) და სომხეთიდან (-5.0% წ/წ), ვიზიტების რაოდენობის შემცირებამ განაპირობა.

ახლო აღმოსავლეთიდან კლება ირანის კონფლიქტს, ხოლო ინდოეთიდან კლება IndiGo-ს მიერ ფრენების შეჩერებას უკავშირდებოდა. აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა ვიზიტების ზრდამ ევროკავშირიდან (+19.4% წ/წ), რუსეთიდან (+5.1% წ/წ), უკრაინიდან (+21.3% წ/წ), აზერბაიჯანიდან (+4.7% წ/წ) და ჩინეთიდან (+3.2% წ/წ).

ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 2.7%-ით შემცირდა და 2.7 მლნ შეადგინა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თითქმის უცვლელი იყო (+0.1% წ/წ) და 2.3 მლნ შეადგინა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა წლიურად 14.6%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.

ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა დაბალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება. ზრდას ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის გაუმჯობესება, ახლო აღმოსავლეთიდან სამოგზაურო მოთხოვნის ნორმალიზება და ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.

შემოსავლები ტურიზმიდან | 2026 წლის II კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ვიზიტების დინამიკის მსგავსად, კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ, ირანიდან (-65.1% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (-61.9% წ/წ), ასევე თურქეთიდან (-10.9% წ/წ) მიღებული შემოსავლების შემცირებამ განაპირობა. ამასთან, ისრაელიდან ვიზიტების უფრო მკვეთრი კლების მიუხედავად, შემოსავლები წლიურად მხოლოდ 3.0%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან (+12.1% წ/წ), რუსეთიდან (+10.1% წ/წ), უკრაინიდან (+49.8% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+10.3% წ/წ) მიღებული შემოსავლების ზრდამ აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა.

ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.0%-ით შემცირდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა

24.07.2026.10:37

1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა.

იასონ ლორთქიფანიძის აზრით, სახელმწიფო ბანკის მთავარი ორიენტირი საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობისთვის ხელის შეწყობა უნდა ყოფილიყო. მას ასევე მიაჩნდა, რომ სახელმწიფო ბანკისთვის საჭიროა ნდობის თავიდანვე მოპოვება.

2019 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ სხედან - 1. აკაკი ჩხენკელი 2. გრიგოლ ლორთქიფანიძე 3. რაჟდენ არსენიძე 4. იასონ ლორთქიფანიძე 5. ნოე რამიშვილი 6. ალექსანდრე ლომთათიძე 7. ნიკოლოზ ელიავა 10. პარმენ ჭიჭინაძე 11. ივანე ჭავჭანიძე | მარცხნიდან მარჯვნივ დგანან - 5. რაჟდენ დუმბაძე 7. გიორგი ჟურული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა