მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2026 წელს საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. უნდა გავუშვათ ორი პროექტი - მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი - რკინიგზის გენერალური დირექტორი

news image
mbc image

„2026 წელს საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. უნდა გავუშვათ ორი პროექტი - მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი. აღნიშნული პროექტების გახსნა ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების სტატისტიკის ზრდას, საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებასა და მოძრავი შემადგენლობების ახალ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე გადართვას“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ,,აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ლაშა აბაშიძე ქართველი და უცხოელი სტუმრების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა. საქართველოს რკინიგზის მიმდინარე პროექტები, მოსალოდნელი შედეგები და ,,შუა დერეფანი“ - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება რკინიგზის ხელმძღვანელმა. 

ლაშა აბაშიძემ მოდერნიზაციის პროექტის უპირატესობები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ პროექტის სრულად ამოქმედება საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყანას ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტში უფრო მიმზიდველს გახდის. 

რაც შეეხება, ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას, კი საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განმარტებით, პროექტის სრულად ამოქმედება მეტი ტვირთის გატარების შესაძლებლობას გულისხმობს, რაც კომპანიისთვის მეტი შემოსავლის გენერირების პირდაპირ პროპორციულია.

,,აბრეშუმის გზის ფორუმს“ აქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის სხვა წევრებიც დაესწრნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა