2026 წლის აგვისტოში შპს ბლექ სი პეტროლიუმი TOP-10 უმსხვილეს ექსპორტიორთა შორისაა
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 926.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 422.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 22.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 504.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 3.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- აგვისტოში 7 081.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.
Business Insider Georgia-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით,
TOP 10 უმსხვილესი ექსპორტიორი 2026 წლის აგვისტოში:
ორგანიზაციის კოდი - ორგანიზაციის დასახელება
204870844 აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
404519794 სს რუსთავის აზოტი
206284705 შპს აირზენა
225359947 შპს არ ემ ჯი გოლდი
405572394 შპს ბლექ სი პეტროლიუმ
402353591 შპს ესაითისი სოლუშენს
415083778 შპს კავკასიან მეტალს ტერმინალი
236089273 შპს ტოიოტა კავკასია
404906731 შპს ჯეი თი აი კავკასუს
208205360 შპს ჯორჯიან ეარვეისი
შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი ევროსთან გამყარდა
22.09.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9933 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6104 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6104 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6074 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9933 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9941 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.