მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

2026 წლის აგვისტოში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $303 მილიონს მიაღწია (+26% წ/წ) - TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაცას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება: ყოველთვიური მიმოხილვა” აქვეყნებს, სადაც ბაზარზე არსებული ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული. ,,2026 წლის აგვისტოში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $303 მილიონს მიაღწია (+26% წ/წ).

ამავე პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 21%-ით გაიზარდა და 3,408-ს გაუტოლდა.

საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,363-ს გაუტოლდა, რაც წლიურ 3%-იან ზრდას წარმოადგენს.

საშუალო გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე $10.3-ს გაუტოლდა (+1% წ/წ), ხოლო უძრავი ქონების ამონაგებმა 8.3% შეადგინა (-0.1პპ წ/წ)", - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია - თამთა სოფრომაძე

07.10.2026.15:51

„ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ძირითადად ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეზერვების ადეკვატურობა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტორია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრული ARA metric-ის მიხედვით, საქართველოს რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი 128.7%-ს შეადგენს, რაც 100%-იან ზღვარს აღემატება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის მიხედვით, რეზერვების არსებული მოცულობა აღემატება 100%-იან ზღვარს და დაახლოებით 129%-ს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ რეზერვების ადეკვატურობა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტორია და შესაბამისად ეროვნული ბანკი ყოველთვის არის კონცენტრირებული იმაზე, რომ საერთაშორისო რეზერვები დააგროვოს და ასევე ეფექტიანად მართოს სარეზერვო აქტივები", - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 8.17 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეზერვების მოცულობა 50.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 26.5 მილიონი დოლარითაა გაზრდილი.

საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და სარეზერვო აქტივების ეფექტიანი მართვა ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა