მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

2026 წლის აპრილში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.1%-ით გაიზარდა l Galt & Taggart

news image

Galt & Taggart - გალტ & თაგარტი განახლებულ პუბლიკაცია ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აპრილი 2026” აქვეყნებს.

,,ჰიდროგენერაცია ბოლო 5 წლის მინიმუმზე იყო, რის გამოც აპრილში თბოსადგურსა და იმპორტზე დამოკიდებულება 20.7%-ს შეადგენდა.

2026 წლის აპრილში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა. ამავე დროს, ჰიდროგენერაცია 19.3%-ით
შემცირდა, რაც ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. შედეგად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი ჯამურ მიწოდებაში 20.7%-მდე გაიზარდა, 2021-25
წლების აპრილის საშუალო 6.0%-თან შედარებით. აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰიდროგენერაციაზე დამოკიდებულებით გამოწვეულ მოწყვლადობას და
ახალი გენერაციის წყაროების დაჩქარებული განვითარების საჭიროებას”, - აღნიშნულია ანგარიშში.

Galt & Taggart - გალტ & თაგარტის შეფასებით, იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას კვლავ აჩვენებს.

,,2026 წლის პირველ ოთხ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა 5.1 ტვტ.სთ-მდე. ჩვენი შეფასებით, ზრდა განსაკუთრებით ცივ ზამთარს და
ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება. 2026 წლის პირველ ოთხ თვეში, თბოგენერაციისა და იმპორტის წილმა ჯამურ მიწოდებაში 44.3% შეადგინა, რაც
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება (39.2%). ზრდა ძირითადად აპრილში სუსტ ჰიდროლოგიასა და წლის დასაწყისში ენგურის წყალსაცავში დაბალ წყლის
დონეს უკავშირდებოდა. ამასთან, თურქეთი 2026 წლის 4 თვიდან უკვე 3 თვეში იყო
იმპორტის მთავარ წყაროებს შორის, რაც იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს. მთლიანობაში, იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოხმარება 2026 წლის აპრილში 1.1 ტვტ.სთ იყო, რაც წლიურად 2.1%-იანი ზრდაა. ამ ზრდას საცალო
მომხმარებლები (+5.1% წ/წ) და აფხაზეთი (+7.3% წ/წ) განაპირობებდა. პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება წლიურად 8.5%-ით შემცირდა, ძირითადად კრიპტომაინინგისა და მონაცემთა ცენტრების კომპანიების დაბალი აქტივობის გამო.

,,2026 წლის აპრილში ჰიდროგენერაცია წლიურად 19.3%-ით შემცირდა, სუსტი ჰიდროლოგიის გამო, და ჯამური მიწოდების 78% შეადგინა. შედარებისთვის, 2021-24 წლებში აპრილში ჰიდრო საშუალოდ მიწოდების 93%-ს აკმაყოფილებდა. წელს დაგვიანებულმა დათბობამ თოვლის დნობა შეაფერხა, რის გამოც წყლის დონე მხოლოდ აპრილის ბოლოს გაიზარდა, მაშინ როცა წინა წლებში მაღალი ჰიდროგენერაცია აპრილის დასაწყისიდან ფიქსირდებოდა. შედეგად, აპრილისთვის უჩვეულოდ გაიზარდა
თბოსადგურებისა (ჯამური მიწოდების 16.5%) და იმპორტის (ჯამური მიწოდების 4.3%) საჭიროება. აპრილის თვეში ამოქმედდა 3 ელექტროსადგური: ტესტირების რეჟიმში გაეშვა 2 ჰიდროსადგური - ჭიორა ჰესი და ბახვი 2ბ ჰესი, ჯამურად 40 მგვტ-მდე დადგმული
სიმძლავრით; ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 18.7 მგვტ-იანი “ზემო ქარის სადგური”.2026 წლის აპრილში ელექტროენერგიის იმპორტმა 51 გვტ.სთ შეადგინა (ჯამური მიწოდების 4.3%), თუმცა აქედან კომერციული იმპორტი მხოლოდ ნახევარი, თურქეთიდან შემოტანილი 24.8 გვტ.სთ იყო. დანარჩენი მოცულობიდან 9 გვტ.სთ რუსეთიდან შემოვიდა აფხაზეთის რეგიონისთვის, ხოლო აზერბაიჯანთან 17 გვტ.სთ იმპორტი სრულად დაბალანსდა იმავე მოცულობისა და ღირებულების ექსპორტით.

აზერბაიჯანთან დღის ჭრილშიც იდენტური მოცულობების იმპორტი და ექსპორტი მიუთითებს, რომ ეს ტრანზაქციები კომერციული ვაჭრობა არ ყოფილა და სინქრონული მუშაობის ტექნიკურ საჭიროებებს უკავშირდებოდა. თურქეთიდან იმპორტი 16-22 აპრილს, თბოსადგურების გაჩერების პერიოდში განხორციელდა. მისი ღირებულება 0.7 მლნ აშშ დოლარს, ხოლო საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 2.9 აშშ ცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, თებერვლის გარდა, თურქეთიდან იმპორტი ყველა თვეში განხორციელდა,
რაც თურქეთის ბაზარზე ისტორიულად დაბალ ფასებს უკავშირდება. ფასების შემცირება, თავის მხრივ, ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო გაზრდილ განახლებად გენერაციას უკავშირდებოდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო განაგრძობს, იყოს დასაყრდენი სანდო პარტნიორი არამარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც და ბოლო პერიოდის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდა - მარიამ ქვრივიშვილი

25.05.2026.08:54

მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ბაქო-თბილისის ნავთობმილსადენთან დაკავშირებით. საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას. 

მარიამ ქვრივიშვილის თმით, დღეს პარტნიორები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ქვეყნების სამშვიდობო პოლიტიკას და განჭვრეტად გარემოს. 

„საქართველო განაგრძობს, იყოს დასაყრდენი სანდო პარტნიორი არა მარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც და ბოლო პერიოდის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდა“, - დასძინა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია ის შეთანხმება, რომელიც ელექტროენერგიის თვალსაზრისით გაფორმდა.

„ეს გულისხმობს როგორც იმპორტს, ასევე - ტრანზიტსაც. შემიძლია ვთქვა, რომ შეთანხმება პირველ ნაწილში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ საჭიროებებს და მეორე ნაწილში კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც ტრანზიტული ქვეყნის ფუნქციას.

ასევე, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ბაქო-თბილისის ნავთობმილსადენთან დაკავშირებით. საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ისაუბრა ასევე ტრანსპორტის სექტორში განსახორციელებელ ინვესტიციაზეც.

„მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე 7.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება უშუალოდ ტრანსპორტის სექტორში, ეს გულისხმობს მაგისტრალური გზების მშენებლობას, რკინიგზის მოდერნიზებას, საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დარწმუნებულია, რომ გასული თვეების განმავლობაში განხორციელებული შეხვედრების ორმხრივი ფორმატები ძალიან დადებითად აისახება კონკრეტულ შედეგებზე.

„ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით, ისევე როგორც განსაკუთრებული ყურადღებით, ვუდგებით ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას შუა დერეფნის კონტექსტში აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, ჩინეთთან და სწორედ 4 ქვეყნის ამ ძალიან კარგმა თანამშრომლობამ ამოგვცა მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, რომ შუა დერეფანში ტვირთები მზარდია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა