2026 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 788.6 ტონა ლოკოკინები, $2.7 მილიონის ღირებულებით
2026 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 788.6 ტონა ლოკოკინები, 2.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინების რაოდენობა 74%-ით (335 ტონა), ხოლო ღირებულება 76%-ით (1.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
ლოკოკინების საექსპორტო ბაზრებია საფრანგეთი (70%) და თურქეთი (30%).
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
17.09.2026.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9927 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6076 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6076 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6081 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება ღირებულება 2.9927 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0084 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0157 ლარი შეადგინა.