მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე $10.1 შეადგინა - TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება: ყოველთვიური მიმოხილვა" აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია ბაზრის ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. ,,2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $3,061 მილიონი შეადგინა და წლიურად 23%-ით გაიზარდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპის შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს.

იმავე პერიოდის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში წლიურად 18%-ით გაიზარდა და 34,434 ერთეული შეადგინა.

2026 წლის ცხრა თვის განმავლობაში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე $1,353 შეადგინა, რაც წლიურად 4%-იან ზრდას წარმოადგენს.

2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა და კვ.მ -ზე $10.1 შეადგინა. ასევე, უძრავი ქონების ამონაგები წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.2%-ს მიაღწია. 

2026 წლის ცხრა თვეში ბაზარზე პოტენციური მიწოდება, რომელსაც გაცემული სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი ასახავს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა და დაახლოებით 854,000 კვ.მ შეადგინა", - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მომავალი წლიდან შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება | თამარ იოსელიანი

04.11.2026.19:38

ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანია China Eastern Airlines-თან დამატებით სიხშირეების დამატების საკითხი განვიხილეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა China Eastern Airlines - ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან ვან ცინგჩაოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

თამარ იოსელიანის თქმით, შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

„China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. 2026 წლის ივლისიდან China Eastern თბილისის მიმართულებით შანხაიდან ავიამიმოსვლას კვირაში სამი სიხშირით ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოსა და ჩინეთს შორის ხალხთაშორისი კავშირების, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, 2027 წლიდან China Eastern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას გაზრდის.

„იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ავიამიმოსვლა წარმატებულია და ძალიან მოთხოვნადია, China Eastern-თან დამატებით სიხშირეების დამატების საკითხი განვიხილეთ, რაც დადებითად შეფასდა. მომავალი წლიდან დაემატება სიხშირეები და შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკური მიმართულების განვითარებას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა