მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 28 მილიარდ 147 მილიონი ლარია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ-ის ზრდამ 6.9% შეადგინა

news image
mbc image

2026 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის II კვარტალში 3.0 პროცენტით განისაზღვრა.

2026 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (19.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.4 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (15.0 პროცენტი).

კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (-4.8 პროცენტი) და სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.5 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.1 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), მშენებლობა (6.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.4 პროცენტი), განათლება (6.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი).

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ფაქტორინგის ახალი კანონმდებლობა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება - რა შესაძლებლობები ექნება ბიზნესს | ირაკლი გაბრიაძე

23.11.2026.11:00

ფაქტორინგის ახალი კანონმდებლობა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება - რა შესაძლებლობები ექნება ბიზნესს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მცირე პერიოდია გასული, საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ბევრი ნაბიჯი გადავდგით წინ და მოდი, დავიწყოთ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული აქტივობებით.

„ზუსტად რომ დავიწყოთ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ბიზნესებით, მაგალითად, პირველი სიახლე, რომელიც კორპორაციამ შესთავაზა მეწარმეებს, ეს არის მიკროსესხების განახლებული პროგრამა, განახლებული დიზაინი, რაც გულისხმობს 70 000 ლარამდე უპროცენტო სესხს და შემდეგ, მეორე ეტაპზე, ასევე კიდევ გაზრდილი მოცულობით მხარდაჭერას, 70 000-დან 100 000-მდე, ანუ პირველ ეტაპს თუ წარმატებით გაივლი.

მიკრომეწარმეებისთვის ეს პროგრამა ძალიან კარგად მუშაობს. 2 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა აღნიშნული პროგრამით, 100 მილიონ ლარს გადააჭარბა სესხების მოცულობამ ამ პროგრამაში. რომ წარმოიდგინოთ, საშუალება გაქვთ, რომ უპროცენტოდ აიღოთ 70 000 ლარამდე სესხი თქვენი მიკრობიზნესისთვის, თითქმის ყველა მიმართულებით, და განავითაროთ საკუთარი ბიზნესი, გადადგათ პირველი ნაბიჯი.

საპროცენტო ვალდებულება არ წარმოიქმნება და იქ ჩადებულია ჩვენი მხრიდან, რომ ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი უნდა მისცენ ფინანსურმა ინსტიტუტებმა და აუცილებელია აღნიშნული, რომ პირველ ეტაპზე დაიწყონ ბიზნესის წარმოება მიკრომეწარმეებმა და მათ ხელი არ შეეშალოთ. ასევე, არანაირი საკომისიო არ შეუძლია, რომ დააკისროს და ა.შ. ბევრი ისეთი შეღავათი, რომელიც შეიძლება გაუჭირდეს მიკრომეწარმეს მოელაპარაკოს ბანკს, და ეს ჩვენი მხრიდან ჩადებულია პროგრამის დიზაინში.

რაც შეეხება განვითარების შემდეგ ეტაპზე მყოფ ბიზნესებს, ერთ-ერთი ახალი ინიციატივა ექსპორტის ხელშეწყობას უკავშირდება. გასულ კვირას გვქონდა პრეზენტაცია უკვე აღნიშნული პროგრამის ფართო საზოგადოებასთან. ეს არის ლოჯისტიკური ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა ექსპორტიორებისთვის. 50%-ის ტრანსპორტირების და ადგილზე, საექსპორტო ბაზარზე, დასაწყობების ხარჯებს დააფინანსებს კორპორაცია. ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე ვიწყებთ შუა დერეფნის ქვეყნებით, მათი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემდეგ კი პროგრამა სხვა მიმართულებებზეც გავრცელდება.

სიახლეები გვაქვს მსხვილი ბიზნესისთვისაც. აქაც გვაქვს სიახლე უკვე. ეს არის მხარდაჭერის მექანიზმები, ახალი მხარდაჭერის ინსტრუმენტები. ეს არის პროგრამა, რომელიც დამტკიცდა მიმდინარე თვის დასაწყისში. ეს გულისხმობს, რომ კორპორაციას საშუალება აქვს, პირდაპირ გასცეს სესხი ბიზნესებზე, ასევე გასცეს სინდიცირებული სესხები და ასევე მიიღოს პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა ამა თუ იმ პროექტის განვითარებაში.

ეს უკვე მორგებულია სხვა საჭიროებებზე, იმ გაზრდილ მოთხოვნებზე და განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს და ქართული ბიზნესების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც გვაქვს. და უკვე აქტიურად ვიწყებთ ამ მიმართულებით სხვადასხვა განაცხადის დამუშავებას, სხვადასხვა ბიზნესებთან ჩართულობას და მოლაპარაკებებს და ასე შემდეგ.

ასევე უნდა აღვნიშნოთ ის მომდევნო პერიოდებში დაგეგმილი აქტივობები, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბიზნესების განვითარებას. გამოვყოფდი ფაქტორინგის მიმართულებას. გვქონდა ღონისძიებაც IFC-სთან და FCI-სთან ერთად. ეს არის ორი საერთაშორისო ღონისძიება: ერთი ფინანსური ინსტიტუტი, ხოლო მეორე ასოციაცია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ბაზარზე ფაქტორინგულ კომპანიებს.

ამ მიმართულებით კანონმდებლობა დამტკიცდა მიმდინარე წელს პარლამენტის მიერ და ეს კანონმდებლობა ძალაში შედის პირველი იანვრიდან. და რიცხვი რომ გითხრათ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5 წლის განმავლობაში 10 მილიარდ ლარამდე ტრანზაქცია განხორციელდება წლიურად მხოლოდ ფაქტორინგის მიმართულებით, რაც გულისხმობს და რაც საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესებს და არა მარტო მათ, რომ დაიკმაყოფილოს საბრუნავი საშუალებების მოთხოვნები ალტერნატიული წყაროებით.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ზოგადად ეკონომიკურ განვითარებაში და ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა