მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2026 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 708 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.2%-ით მეტია | საქსტატი

news image
mbc image

2026 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 16.8 პროცენტით მეტი, სულ 4.1 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 5.7 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 32.1 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 62.1 პროცენტი — ტრანზიტზე.

2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 77.9 პროცენტი მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 22.1 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.

2026 წლის III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.2 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.1 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 55.7 პროცენტი).

2026 წლის III კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 24.4 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 8.0 პროცენტისას — ყაზახეთი, 7.0 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 60.6 პროცენტი).

2026 წლის III კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის1 განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 9.2 პროცენტი — თურქეთი, 8.3 პროცენტი — ნიდერლანდები, 5.7 პროცენტი — ჩინეთი, 1.8 პროცენტი — იტალია, 1.1 პროცენტი — უკრაინა, 0.7 პროცენტი — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 4.8 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.9 პროცენტისას — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34.7 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 21.5 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 11.5 პროცენტი — საკვებ პროდუქტებზე, სასმელებზე და თამბაქოზე.

2026 წლის III კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 61.4 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 15.8 პროცენტი ეჭირა სატრანსპორტო აღჭურვილობას, ხოლო 14.8 პროცენტი — კოქსისა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფს.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.3 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (13.7 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (7.9 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (7.8 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (7.7 პროცენტი), ძირითადი ლითონები (6.5 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.5 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (2.5 პროცენტი), ხე და ხის კორპის პროდუქტები (1.8 პროცენტი), მანქანები და აღჭურვილობა (1.0 პროცენტი); ხოლო გატანილია საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (24.9 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (16.4 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.6 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (12.5 პროცენტი).

2026 წლის III კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 78.2 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (35.0 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (30.8 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (12.4 პროცენტი).

2026 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 708.0 ათასი მგზავრი, რაც 20.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 164.5 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 13.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2026 წლის III კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 619.8 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 87.5 პროცენტს შეადგენს და 8.1 პროცენტით აღემატება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 88.2 ათასი მგზავრი, რაც დაახლოებით 5.6- ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში მგზავრების გადაყვანის 35.5 პროცენტი აზერბაიჯანიდან შემოსვლაზე მოდიოდა, 12.6 პროცენტი — სომხეთიდან შემოსვლაზე, 36.8 პროცენტი — აზერბაიჯანის მიმართულებით გასვლაზე, ხოლო 15.1 პროცენტი — სომხეთის მიმართულებით გასვლაზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა