მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.5
0.0347
flag
AZN 1.5375
-0.0004
flag
CNY 38.79
0.0026
flag
EUR 3.0349
0.0084
flag
GBP 3.5454
0.008
flag
KZT 56.61
-0.0003
flag
TRY 0.0545
-0.0001
flag
USD 2.6138
-0.0007
news banner

2026 წლის ივლისში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა 116 გვტ. საათი შეადგინა, მოცულობის 90%-ზე მეტი კი თურქეთში გავიდა - TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი რიცხვებში - ივლისი 2026” აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 0.6%-ით, 1,390 გვტ. საათამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურ ჭრილში 4.1%-ით, 1,238 გვტ. საათამდეა შემცირებული. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 4.27 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-იანი კლებაა.

,,2026 წლის ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 1,390 გვტ. სთ შეადგინა, რაც წლიურად 0.6%-იანი ზრდაა.

გამომუშავება წყაროების მიხედვით შემდეგნაირად შეიცვალა:

ჰიდრო: 1,371 გვტ. სთ (+3.9წ/წ)
თბოგენერაცია: 5.9 გვტ. სთ (-89.4წ/წ)
ქარი: 11.0 გვტ. სთ (+81.4წ/წ)
მზე: 2.0 გვტ. სთ

2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება ჯამურად 1.8%-ით შემცირდა. მოხმარების მხრივ, ამავე თვეში საქართველომ 1,238 გვტ. საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წლიურად 4.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 

მოხმარება კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

საცალო მოხმარება: 766 გვტ. სთ 
(-4.1
წ/წ)
პირდაპირი მოხმარება: 313 გვტ. სთ 
(-2.3
წ/წ)
აფხაზეთის ა/რ: 159 გვტ. სთ (-7.4წ/წ)

2026 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით საქართველოს ელექტრო-ენერგიის მოხმარება 3.8%-ით გაიზარდა. 2026 წლის ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 4.27 აშშ ცენტი შეადგინა, რაც 27.3%-ით ნაკლებია 2025 წლის ივლისის მაჩვენებელზე. თვიურ ჭრილში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები 19.9%-ით შემცირდა. 2026 წლის პირველ 7 თვეში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 5.63 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 2.6%-იანი შემცირებაა. 2026 წლის ივლისში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა 116 გვტ. საათი შეადგინა, მოცულობის 90%-ზე მეტი კი თურქეთში გავიდა. როგორც ჩვენს წინა პუბლიკაციაში აღინიშნა, თურქეთში ელექტრო-ენერგიის ექსპორტი მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდში მკვეთრად შემცირდა თურქეთის ბაზარზე არსებული დაბალი ფასების გამო. მიმდინარე წლის ივლისში ექსპორტი თურქეთში განახლდა და საშუალო საექსპორტო ფასმა 4.61 აშშ. ცენტი შეადგინა ერთ კილოვატსაათზე", - წერს TBC Capital-ი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის პირველ შვიდ თვეში დუბაიში უძრავი ქონების ბაზარზე 186 ახალი დეველოპერი შევიდა

20.08.2026.13:33

2026 წლის პირველ შვიდ თვეში დუბაიში უძრავი ქონების ბაზარზე 186 ახალი დეველოპერი შევიდა. 

დუბაის უძრავი ქონების ბაზარი 2026 წელს ახალ დეველოპერებს კვლავ სწრაფი ტემპით იზიდავს. უახლესი მონაცემებით, წლის დასაწყისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე ბაზარზე 186 უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია შევიდა. ეს საშუალოდ თვეში დაახლოებით 25 ახალი დეველოპერის ოპერირების დაწყებას ნიშნავს და მიუთითებს როგორც სექტორის უწყვეტ გაფართოებაზე, ისე ინვესტორების მზარდ ნდობაზე დუბაის შესაძლებლობის მიმართ, ბაზარზე დამატებითი პროექტები შეითვისოს. მონაცემები აჩვენებს, რომ დუბაიმ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია, როგორც რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ბაზარმა უძრავი ქონების დეველოპერებისთვის. ახალი კომპანიები ბაზარზე საქმიანობას კვლავ აქტიურად იწყებენ.

ახალი მონაწილეებიდან 180 კომპანიამ დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტისგან ლიცენზია მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში გაცემული ახალი ლიცენზიების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა