მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

2026 წლის ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 0.6%-ით, 1,390 გვტ. საათამდე გაიზარდა - TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი რიცხვებში - ივლისი 2026” აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 0.6%-ით, 1,390 გვტ. საათამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურ ჭრილში 4.1%-ით, 1,238 გვტ. საათამდეა შემცირებული. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 4.27 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-იანი კლებაა.

,,2026 წლის ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 1,390 გვტ. სთ შეადგინა, რაც წლიურად 0.6%-იანი ზრდაა.

გამომუშავება წყაროების მიხედვით შემდეგნაირად შეიცვალა:

•ჰიდრო: 1,371 გვტ. სთ (+3.9% წ/წ)
•თბოგენერაცია: 5.9 გვტ. სთ (-89.4% წ/წ)
•ქარი: 11.0 გვტ. სთ (+81.4% წ/წ)
•მზე: 2.0 გვტ. სთ

2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება ჯამურად 1.8%-ით შემცირდა. მოხმარების მხრივ, ამავე თვეში საქართველომ 1,238 გვტ. საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წლიურად 4.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 

მოხმარება კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

•საცალო მოხმარება: 766 გვტ. სთ 
(-4.1
% წ/წ)
•პირდაპირი მოხმარება: 313 გვტ. სთ 
(-2.3
% წ/წ)
•აფხაზეთის ა/რ: 159 გვტ. სთ (-7.4% წ/წ)

2026 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით საქართველოს ელექტრო-ენერგიის მოხმარება 3.8%-ით გაიზარდა. 2026 წლის ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 4.27 აშშ ცენტი შეადგინა, რაც 27.3%-ით ნაკლებია 2025 წლის ივლისის მაჩვენებელზე. თვიურ ჭრილში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები 19.9%-ით შემცირდა. 2026 წლის პირველ 7 თვეში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 5.63 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 2.6%-იანი შემცირებაა. 2026 წლის ივლისში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა 116 გვტ. საათი შეადგინა, მოცულობის 90%-ზე მეტი კი თურქეთში გავიდა. როგორც ჩვენს წინა პუბლიკაციაში აღინიშნა, თურქეთში ელექტრო-ენერგიის ექსპორტი მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდში მკვეთრად შემცირდა თურქეთის ბაზარზე არსებული დაბალი ფასების გამო. მიმდინარე წლის ივლისში ექსპორტი თურქეთში განახლდა და საშუალო საექსპორტო ფასმა 4.61 აშშ. ცენტი შეადგინა ერთ კილოვატსაათზე", - წერს TBC Capital-ი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart

05.10.2026.19:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა