მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $612.6 მლნ შეადგინა

news image
mbc image

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივნისის მდგომარეობით 7.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, ივნისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 612.6 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,078.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

· იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
· თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
· მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
· აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
· მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
· ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

18.09.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9911 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6071 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6071 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6076 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9911 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9927 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა