2026 წლის ივნისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულ მეტრზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი ახალ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - ივნისი 2026” აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივნისში მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა მეორად ბაზარზე 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. მიწოდების მხარეს, ზედიზედ 8 თვიანი შემცირების შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. ფასმა პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით ზრდა განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე შემცირდა, რაც აპრილის მკვეთრი ზრდის შემდეგ სტაბილიზაციაზე მიუთითებს.
,,2026 წლის ივნისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების
რაოდენობამ 4,503 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 22.3%-ით გაიზარდა და 2,224 შეადგინა
(2026 წლის პირველ ნახევარში +16.2% წ/წ), რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე
მაღალი თვიური ნიშნულია.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები
ახდენს, წლიურად 52.6%-ით გაიზარდა და 2,279 შეადგინა (2026 წლის პირველ
ნახევარში +19.1% წ/წ).
• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც
პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის ივნისში
გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 54.4%-ით გაიზარდა, ნაწილობრივ
დაბალი ბაზის ეფექტის გამო. (2026 წლის პირველ ნახევარში +33.5% წ/წ).
2026 წლის პირველ ნახევარში, თბილისში სულ 22,799 ტრანზაქცია დარეგისტრირდა
და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+26.6% წ/წ). 2026 წლის ივნისში, ზედიზედ 8 თვის განმავლობაში შემცირების შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მნიშვნელოვნად, წლიურად 225.3%-ით გაიზარდა (300,095 კვ.მ 29 საცხოვრებელ პროექტში) და 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. ზრდის მიუხედავად, ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 7.3%-ით არის შემცირებული. 2026 წლის ივნისში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით, თვიურად 0.3%-ით გაიზარდა 1,417 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა და 1,345 აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი, 5.0% ზრდის შემდეგ ნაწილობრივ
სტაბილიზაციაზე მიუთითებს. 2026 წლის ივნისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულ მეტრზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა (+1.4% თვიურად), ქირის ამონაგებმა კი - 8.5%”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
Moody's-მა Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank-ის რეიტინგი Ba3 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა
03.08.2026.08:53
Moody's-მა Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank-ის რეიტინგი Ba3 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.
პოზიტიური პერსპექტივა ასახავს მთავრობის მზარდ შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, მხარი დაუჭიროს საბანკო სისტემასა და ქვეყნის უმსხვილეს ბანკებს, ასევე სომხეთში ოპერაციული გარემოს გაუმჯობესებას. Ameriabank-ის ba3 BCA-ის დადასტურება ეფუძნება Moody's-ის მოლოდინს, რომ ბანკი მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში შეინარჩუნებს ძლიერ საკრედიტო მაჩვენებლებს.