მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

2026 წლის ივნისში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს - TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა - ივნისი 2026”-ს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის ივნისში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს. უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურ ჭრილში 21%-ით გაიზარდა. 2026 წლის ივნისში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 33 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 23%-ით გაიზარდა.

,,ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია. 2026 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამურ უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 84% და 16%-ად განაწილდა. ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია - 2026 წლის ივნისში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამური უნაღდო დანახარჯებში სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა 27%-იანი, ხოლო რესტორნებში გაწეულმა დანახარჯებმა 16%-იანი წილი დაიკავა. ამავე პერიოდში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 16 ლარი დაფიქსირდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 6% შეადგინა”, - წერს TBC Capital-ი.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საწვავზე უნაღდო დანახარჯების დინამიკა მზარდია - 2026 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხებით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 29%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზ 57 ლარი შეადგინა. ამავე თვეში მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ უნაღდო დანახარჯებში წლიური 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო დანახარჯი 36 ლარს გაუტოლდა. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ უნაღდო დანახარჯები სამშენებლო მასალებზე წლიურად 9% -ით გაიზარდა - 2026 წლის ივნისში თიბისი ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 9%-ით გაიზარდა .

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სემეკი შესანიშნავად მუშაობს, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს წყლის სატრიფო სტრუქტურის შემუშავების ნაწილში, ისეთი ტარიფის შემუშავების ნაწილში რომელიც უზრუნველყოფბს სათანადო ინვესტიციას და პარალელურად ფინასურ ხელმისაწვდომობას - ხოსე ენრიკე ბოფილი

15.07.2026.10:30

სემეკი შესანიშნავად მუშაობს, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს წყლის სატრიფო სტრუქტურის შემუშავების ნაწილში, ისეთი ტარიფის შემუშავების ნაწილში რომელიც უზრუნველყოფბს სათანადო ინვესტიციას და პარალელურად ფინასურ ხელმისაწვდომობას - ამის შესახებ, ხოსე ენრიკე ბოფილიმ, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ წყალმომარაგების ტარიფის მარეგეულირებელი სისტემა საქართველოში ძალიან ძალიან დადებითია და ქვეყნის ეკონომიკისთვის პოზიტიურია. დაბალანსებული სისტემაა, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებს კერძო სექტორის მხრიდან და ამავდროულად იცავს მომხმარებელს. ტარიფში ყოველთვის გათვალისწინებულია მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა და ხარჯების გადანაწილება. დიდი უარყოფითი ზეგავლენის და რყევების გამოწვევის გარეშე. ამავდროულად, როგორც უკვე აღვნიშნე ეს ხელსაყრელ პირობებს ქმნის ინვესტიციებისთვის, თუმცა შემდგომი გაუმჯობესებაც შესაძლებელია. სემეკი შესანიშნავად მუშაობს, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს წყლის სატრიფო სტრუქტურის შემუშავების ნაწილში, ისეთი ტარიფის შემუშავების ნაწილში რომელიც უზრუნველყოფს სათანადო ინვესტიციას და პარალელურად ფინასურ ხელმისაწვდომობას.

დამატებით მსურს გაუმჯობესების შესაძლებლობაზე ვისაუბრო, ჩვენ გვსურს ოდნავ მეტი წახალისება ტარიფის ეფექტიანოსბის გაუმჯობესებისთვის. მაგალითად, ჩვენ ამ 4 წლის პერიოდის განმავლობაში შევძელით მნიშვნელოვნად შეგევმცირებინა ელექტროენერგიიის დანახარჯები სისტემაში და თბისლისის, მცხეთის, რუსთავის მოსახლეობის რაოდენობის ზრდის მიუხედავად ელექტროენერგიის მოხმარება წყალმომარაგების სექტორში შემცირდა. რატომ? ეს არის ჩვენი ეფექტური პოლიტიკის შედეგი. ჩვენ ჩავანაცვლეთ რამდენიმე სატუმბი სადგური, შემოვიტანეთ ცვლილებები წყლის განაწილების პრინციპში და მივაღწიეთ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას. ელექტროენერგიის შემცირებისთვის ჩვენ არავინ არაფერს გვიხდის. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი საქმეა. შეასაბამისად, ეს დადებითად აისახება ტარიფზე. ეს არ არის გათვალისწინებული მარეგულირებელი სისტემის მექანიზმში და შესაძლებელია მისი გაუმჯობესება, თუმცა როგორც მანამდე აღვნიშნე მარეგულირებელი სისტემა კარგად არის დაბალანსებული. მე სხავდასხვა ქვეყნებში ვიზიტის დროს მათ ვურჩევ და ვაცნობ ამ კარგ პრაქტიკას. სხვა ქვეყნებს დეტალურად ვაცნობ საქართველოს მარეგულირებელ სისტემას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს არის მომხმარებლის ინეტერესებისა და კერძო სექტორის თანმშრომლობის კარგი მაგალითი“, - აცხადებს Aqualia-ს რეგიონული დირექტორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა