2026 წლის მაისში საქართველოდან ექსპორტირებული ჩირის ღირებულებამ $111.6 ათასს მიაღწია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
2026 წლის მაისში საქართველოდან ექსპორტირებულია ხილი (ჩირი), 111.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხმელი ხილის რაოდენობა 3%-ით (0.2 ტონა), ხოლო ღირებულება 7-ჯერ (95 ათასი აშშ დოლარი) გაიზარდა.
2026 წელს, წინა წელთან შედარებით, ხმელი ხილის საექსპორტო ფასი 46%-ით გაიზარდა და 6.44 $/კგ შეადგინა.
ხმელი ხილის ძირითად საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს, მიმდინარე 2026 წლის მონაცემების მიხედვით, ხმელი ხილი ძირითადად ექსპორტირებულია გერმანიაში (51 ტონა).
სხვა სიახლეები
სებ-ის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების რეპორტი დაემატა
05.08.2026.13:44
საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების მონაცემები დაემატა. აღნიშნული სტატისტიკა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის“ კატეგორიაში განთავსდა და მოიცავს ქართული კომპანიებისა (მათ შორის სახელმწიფო საწარმოების) და მათი მფლობელი სუბიექტების მიერ საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების შესახებ ინფორმაციას. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაცემები დაამუშაონ და გააანალიზონ სხვადასხვა ჭრილში, მათ შორის ვალუტის, ვადიანობის, ეკონომიკური სექტორისა და სხვა პარამეტრების მიხედვით.
მონაცემები ყოველთვიურად განახლდება და ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესწავლისა და ანალიზის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს - ემიტენტებს, საბროკერო კომპანიებს და ინვესტორებს. ასევე ანალიტიკოსებს, სტუდენტებს, მკვლევარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ამჟამად, ინტერაქტიული სტატისტიკა მოიცავს ობლიგაციების ბაზრის შემდეგ სეგმენტებს:
სამომავლოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს ინტერაქტიული სტატისტიკის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სტატისტიკის გაფართოებას.
ინტერაქტიული სტატისტიკა ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.