მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას განაახლებენ

news image
mbc image

ორმა მხარემ დაასრულა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გეგმავს ოფიციალური პროტოკოლის  ხელმოწერას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა  ჭოუ ციენმა განაცხადა.

ჩინეთის ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.

„დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც 2018 წლის 1 იანვარს ოფიციალურად შევიდა ძალაში და წარმატებით ხორციელდება, ჩინეთის მიერ ინიცირებული და დადებული პირველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის წარდგენის შემდეგ და ასევე ჩინეთის პირველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევრაზიის რეგიონში. ჩინეთ-საქართველოს შორის უფრო სიღრმისეული და მაღალი დონის პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, 2025 წელს ორმა მხარემ დაასრულა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გეგმავს ოფიციალური პროტოკოლის  ხელმოწერას. ეს ქმედება აჩვენებს ჩინეთისა და საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყონ ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციასა და გამარტივებას, ასევე ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის  პრაქტიკაში გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარებას“, - აღნიშნა ჭოუ ციენმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე

21.09.2026.17:10

J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

„J.P. Morgan-მა გამოაქვეყნა სრულიად ახალი ინდექსი განვითარებადი ბაზრებისათვის, რომლებიც ახლახან გაფართოვდნენ. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომლებსაც სურთ ახალ ინდექსში ინვესტირება, დამატებით დაინტერესდებიან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ლიკვიდობის შემდგომ ზრდას. აღნიშნულ ინდექსში მოხვედრა ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შესაბამისად, სამომავლოდ უკვე შესაძლებელი გახდება J.P. Morgan-ის GBI-EM ინდექსში საქართველოს ფასიანი ქაღალდების მოხვედრა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა