მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.6
-0.0079
flag
AZN 1.5467
-0.0005
flag
CNY 38.81
-0.0054
flag
EUR 2.9984
-0.006
flag
GBP 3.5139
-0.0154
flag
KZT 56.21
0.0006
flag
TRY 0.0557
0
flag
USD 2.629
-0.0011
news banner

2026 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 7.3 ტვტ.სთ შეადგინა - Galt & Taggart

news image
mbc image

Galt & Taggart - ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - ივნისი 2026”-ს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ექსპორტის შემცირება და გენერაციის შეზღუდვები საქართველოს ენერგოსისტემის სეზონურ გამოწვევებს ნათლად გვაჩვენებს 2026 წლის ივნისში ადგილობრივი მოხმარება წლიურად 0.3%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტი 84.3%-ით შემცირდა 0.004 ტვტ.სთ-მდე. შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 15.5%-ით იკლო 1.1 ტვტ.სთმდე.

,,ივნისში ელექტროენერგიის კომერციული ექსპორტი არ განხორციელებულა. ერთადერთი ექსპორტიორი იყო ესკო, რომელმაც დააბრუნა ძველი ვალი. ექსპორტის
შემცირების მიზეზი თურქეთში ჭარბი გენერაცია იყო, რის გამოც თურქეთმა შეზღუდა საქართველოდან იმპორტი. საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია წლიურად
16.3%-ით შემცირდა. შემცირებული მოთხოვნის ფონზე, საქართველოს ელექტროსისტემას მოუწია გენერაციის შეზღუდვა მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, მაისის მსგავსად. ჩვენი მოლოდინით, ივლისში გენერაციის შეზღუდვის მოცულობა შემცირდება, სეზონურად შემცირებული ჰიდროგენერაციის და 6
ივლისიდან დაწყებული ექსპორტის გამო.

2026 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 7.3 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტისა და
თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 31.1%-ს წარმოადგენდა (vs 25.8% 1H25).
გაზრდილია იმპორტ-დამოკიდებულება იანვარ-აპრილში და შემცირებულია ექსპორტი მაისი-ივნისში, რაც საქართველოს სეზონურ გამოწვევებს უსვამს ხაზს. აუცილებელი ხდება ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უპასუხებს საქართველოს
სეზონურ გამოწვევებს. ესენია: რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები, ქარის სადგურები, ენერგიის დამაგროვებელი ბატარეები და საექსპორტო ინფრასტრუქტურა (შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ჩათვლით)”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, Galt & Taggart - ის შეფასებით, ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა აფხაზეთში და გაიზარდა პირდაპირი და საცალო მომხმარებლებისთვის
ელექტროენერგიის მოხმარება 2026 წლის ივნისში წლიურად 0.3%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა. სეგმენტების მიხედვით:

•⁠ ⁠აფხაზეთის რეგიონი: -8.7% წ/წ
•⁠ ⁠პირდაპირი მომხმარებლები: +2.5% წ/წ
•⁠ ⁠საცალო მომხმარებლები: +1.5% წ/წ

მოხმარების ეს ტრენდი დაკავშირებულია კლიმატურ ფაქტორებთან და ენერგოინტენსიური საწარმოების სტაბილურ მუშაობასთან.

,,ივნისში გენერაცია შემცირდა სისტემის ოპერატორის მიერ დაწესებული გენერაციის შეზღუდვის გამო. ივნისში მოხმარების უმნიშვნელო ზრდას დაემთხვა ექსპორტის მინიმუმამდე შემცირება, რის გამოც ჯამური მოთხოვნა შემცირდა. მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, სისტემის ოპერატორმა (ელექტროსისტემამ), მაისის თვის მსგავსად, მოითხოვა გენერაციის შეზღუდვა. ჩვენი ინფორმაციით, ივნისში კარგი ჰიდროლოგია იყო და რომ არა შეზღუდვები, გენერაცია წლიურად გაიზრდებოდა. შესაბამისად, გენერაციის წლიური კლება მეტწილად შეზღუდვებით აიხსნება.

2026 წლის ივნისში ადგილობრივი გენერაცია 16.3%-ით შემცირდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, აქედან:

o ჰიდროგენერაცია: -16.1% წ/წ, მათ შორის:
o ენგურ-ვარდნილი: +3.3% წ/წ
o სხვა რეგულირებული ჰესები: -30.7% წ/წ
o დერეგულირებული ჰესები: -34.8% წ/წ
o ქარის და მზის გენერაცია: -14.0% წ/წ
o თბოგენერაცია: მინიმალური გენერაცია ტესტირების გასავლელად.

ელექტროენერგიის კომერციული იმპორტი არ განხორციელებულა”, - წერს Galt & Taggart - ი.

Galt & Taggart - ი გენერაციის შეზღუდვების გაგრძელებას ივლისის პერიოდში
არ მოველის, რადგან:

•⁠ ⁠ისტორიულად, ივლისის თვე ნაკლები გენერაციის სიჭარბით ხასიათდება - დასრულებულია წყალუხვობის პერიოდი მდინარეებში.

•⁠ ⁠საქართველოს კლიმატური პირობებისა და ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, მოსალოდნელია ადგილობრივი მოხმარების ზრდაც.

•⁠ ⁠თურქეთში ექსპორტი დაიწყო 6 ივლისიდან, რაც ენერგიაზე მოთხოვნას გაზრდის.

•⁠ ⁠ესკოს გაფორმებული აქვს თურქეთთან ბარტერის შეთანხმება, რომლის პირობებიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი მაისის თვის მიმოხილვაში. ბარტერის გამოყენება გაზრდის ექსპორტს და შესაბამისად მოთხოვნას ელექტროენერგიაზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image განათლების სექტორის მოცულობა დაახლოებით 4,3 მილიარდი ლარია - თათია მამრიკიშვილი

23.07.2026.12:01

განათლების სექტორის მოცულობა დაახლოებით 4,3 მილიარდი ლარია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა თათია მამრიკიშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„Galt & Taggart-მა განაახლა განათლების სექტორის კვლევა, რომელსაც რეგულარულად ვუყურებთ ხოლმე და ძალიან საინტერესო ტენტენდციები არის ამ
სექტორის ძირითად ქვესექტორებში მათ შორის ზოგადი განათლების და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

პირველ რიგში რომ დავიწყოთ ჯამურად სექტორის ტენდენციები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი დღეს-დღეობით საქართველოში. განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ სექტორის ზრდის ტემპმა რამდენჯერმე გადაუსწრო საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს. თუ შევხედავთ 2025 წლის რიცხვს დაახლოებით 24.5%-ით გაიზარდა წინა წელთან მიმართებით რეალური ზრდა იყო სექტორის ეს და ამან გამოიწვია ის რომ სექტორი გახდა მეშვიდე ყველაზე მსხვილი დარგი საქართველოს ეკონომიკაში 2025 წლის მდგომარეობით.

რა იწვევდა საინტერესოა ამ სექტორის ზრდას? რომ ჩავშალოთ თვითონ განათლების სექტორი ქვესექტორებად, ყველაზე მსხვილი ორი დარგი ეს არის ზოგადი განათლება და უმაღლესი განათლება. ჯამურად სექტორის მოცულობა არის დაახლოებით 4,3 მილიარდი ლარი, რაც მოიცავს როგორც საჯარო სექტორს ანუ საჯარო სკოლებს, ბაღებს, უნივერსიტეტებს, რომლებიც მოგეხსენებათ ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული და ასევე კერძო სექტორსაც. ამ 4.3 მილიარდიდან ყველაზე მსხვილი არის უმაღლესი განათლება დაახლოებით, 2,1 მილიარდი ლარის მოცულობით 2025 წელს და ზოგადი განათლების ზრდის ტემპი ძირითადად სახელმწიფო დაფინანსების ზრდით იყო გამოწვეული, თუმცა ასევე იზრდება კერძო სკოლების შემოსავლებიც საკმაოდ სწრაფი ტემპით და ძალიან საინტერესო ტენდენციებს ვხედავთ კერძო განათლების თვალსაზრისით ზოგად განათლებაში.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას ეს არის მეორე ყველაზე მსხვილი ქვესექტორი 1.3 მილიარდი ლარის მოცულობით და აქ ბოლო წლებში ზრდის მთავარი მამოძრავებელი წყარო იყო უცხოელი სტუდენტები. უცხოელი სტუდენტები ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე ქმნიან მოთხოვნას და ამიტომ ჯამურად სექტორის შემოსავლების მთავარი მამოძრავებელი იყო კერძო უნივერსიტეტების შემოსავლები და ნუ შემდეგ მოდის შედარებით პატარა ქვესექტორები მათ შორის, სკოლამდელი განათლება, ბაღები - საჯარო და კერძო ბაღები. დაახლოებით 680 მილიონი ლარის მოცულობით არის ეს სექტორი 2025 წელს წარმოდგენილი და შემდეგ მოდის შედარებით უფრო მცირე ეს არის პროფესიული განათლება, რომელიც 170 მილიონის ფარგლებშია ამ სექტორის ზომა", - აცხადებს თათია მამრიკიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა