მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

2026 წლის პირველ ნახევარში, თბილისში სულ 22,799 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა - Galt & Taggart

news image
mbc image

Galt & Taggart-ი ახალ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - ივნისი 2026” აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივნისში მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა მეორად ბაზარზე 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. მიწოდების მხარეს, ზედიზედ 8 თვიანი შემცირების შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. ფასმა პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით ზრდა განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე შემცირდა, რაც აპრილის მკვეთრი ზრდის შემდეგ სტაბილიზაციაზე მიუთითებს.

,,2026 წლის ივნისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების
რაოდენობამ 4,503 შეადგინა, აქედან:

•⁠ ⁠მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 22.3%-ით გაიზარდა და 2,224 შეადგინა
(2026 წლის პირველ ნახევარში +16.2% წ/წ), რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე
მაღალი თვიური ნიშნულია.

•⁠ ⁠პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები
ახდენს, წლიურად 52.6%-ით გაიზარდა და 2,279 შეადგინა (2026 წლის პირველ
ნახევარში +19.1% წ/წ).

•⁠ ⁠ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც
პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის ივნისში
გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 54.4%-ით გაიზარდა, ნაწილობრივ
დაბალი ბაზის ეფექტის გამო. (2026 წლის პირველ ნახევარში +33.5% წ/წ).

2026 წლის პირველ ნახევარში, თბილისში სულ 22,799 ტრანზაქცია დარეგისტრირდა
და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+26.6% წ/წ). 2026 წლის ივნისში, ზედიზედ 8 თვის განმავლობაში შემცირების შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მნიშვნელოვნად, წლიურად 225.3%-ით გაიზარდა (300,095 კვ.მ 29 საცხოვრებელ პროექტში) და 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. ზრდის მიუხედავად, ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 7.3%-ით არის შემცირებული. 2026 წლის ივნისში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით, თვიურად 0.3%-ით გაიზარდა 1,417 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა და 1,345 აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი, 5.0% ზრდის შემდეგ ნაწილობრივ
სტაბილიზაციაზე მიუთითებს. 2026 წლის ივნისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულ მეტრზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა (+1.4% თვიურად), ქირის ამონაგებმა კი - 8.5%”, - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

14.08.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0233 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6171 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0233 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0191 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა