მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2036 წლამდე ჩვენს დადგმულ სიმძლავრეს დამატებით 4 000 მეგავატი უნდა დაემატოს - მაია მელიქიძე

news image
mbc image

2036 წლამდე ჩვენს დადგმულ სიმძლავრეს დამატებით 4 000 მეგავატი უნდა დაემატოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.

„გაცხადებული პოლიტიკა არის, რომ დამატებით 4000 მეგავატი უნდა დაემატოს ჩვენს დადგმულ სიმძლავრეს. დღეის მდგომარეობით, ეს გახლავთ 4800 მეგავატი. რეალურად, გაორმაგებაზე არის საუბარი, 2036 წლამდე უნდა მოხდეს ეს.
ამ 4000 მეგავატიდან 1000 არის ჰიდრო, შესაბამისად, 1700 და 1300 არის ქარი და მზე, ამიტომ, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან სწორი და მყისიერად საინტერესო ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის.

ერთადერთი, რა გამოწვევაც არის, ეს არის გადამცემი ქსელი, ვინაიდან გადამცემი ქსელი ამ ეტაპისთვის, დღეის მდგომარეობით, არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ რაოდენობის, ამ მოცულობის განახლებადი ენერგო წყაროებისგან წარმოებული ელექტროენერგიის ინტეგრაცია უზრუნველყოს.

სწორედ ამას ემსახურებოდა სემეკის გადაწყვეტილებაც მიმდინარე წლის პირველ აპრილს, როდესაც მოხდა ტარიფების ზრდა, ვინაიდან 5 წლის განმავლობაში გაიწერა ეს პროცესი, თუ „ენერგო-პრომ“ როდის უნდა განახორციელოს ინვესტიცია, კონკრეტულად რომელ რაიონში, რეგიონში, სოფელსა თუ ასე შემდეგ.

სხვათა შორის, დღეს მივიღე წერილი მარტვილიდან, ვინაიდან ქსელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მოსახლეობა ითხოვს ძალიან სერიოზულ დახმარებას. ეს გაწერილი აქვს უკვე „ენერგო-პროს“ და მომავალ წელს აუცილებლად მოხდება რეაბილიტაცია და, მე ვიტყოდი, სრულიად გამოცვლა. აქ წერტილოვნად გამოსწორებაზე უკვე აღარ არის საუბარი, იმდენად ძველია ეს ყველაფერი.

აქვე არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო შუამავლების თემას, რომელიც ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი არის ბოლო პერიოდში, და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისტორიული ექსკურსიც რომ გავიხსენოთ, ჩვენს ბავშვობაში ხშირი იყო ხოლმე გათიშვა და არამხოლოდ გათიშვა, არამედ ელექტროენერგია საერთოდ არ გვქონდა შევარდნაძის დროს.

სწორედ მაშინ გაჩნდნენ ე.წ. შუამავლები, რომლებიც იმპორტს ახორციელებდნენ ელექტროენერგიისას. შემდეგ უკვე მოხდა ის, რომ შუამავალთა ჩახსნა მოხდა ამ პროცესისგან. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამაში საკომისიოს აღება ხდება.

შემდეგ უკვე, დაახლოებით 2016 წელს, ჩნდებიან უკვე ეს შუამავლები. 2017 წელს უკვე უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო და ჩვენ მივესალმებით, რომ 10 წლის თავზე უკვე ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შუამავლების ჩახსნა მოხდა.
ამისი მთავარი ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რომ ის საკომისიო, რომელიც ემატებოდა აი ამ შემოტანას ელექტროენერგიისას, ეს იქნება, ბუნებრივია, ჩახსნილი და ის კომპონენტი იქნება ამოღებული აი ამ კალკულაციიდან“, - აცხადებს მაია მელიქიძე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა