2.2 მლნ ლარის ინვესტიცია თბილისის აეროპორტში – TAV Georgia ახალ პროექტს იწყებს
თბილისის საერთაშორისო ეროპორტის გაფრენის ტერმინალი 2007 წლის თებერვალში გაიხსნა, უკვე საკმაოდ მოძველდა, გამტარუნარიანობის კუთხით შეუძლია, მოემსახუროს 4,3 მილიონ მგზავრს. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელს ჩვენ უკვე ველოდებით მგზავრთა ამ რაოდენობას, გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა კვადრატული მეტრი თუ სანტიმეტრი, რათა გავაუმჯობესოთ ამ მხრივ ტერმინალი და მგზავრებს შევუქმნათ კომფორტული გარემო, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს გამგზავრების ტერმინალის გაფართოების მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო, რაც ესკალატორებთან მდებარე ღიობების ამოვსებას გულისხმობს.
„პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად, რომელიც 1 თვის წინ დასრულდა, სრულად გამოვცვალეთ და განვაახლეთ სასაზღვრო ჯიხურები, ასევე გავზარდეთ მანძილი სასაზღვრო ჯიხურებსა და უსაფრთხოების კონტროლის წერტილებს შორის. სამუშაოების მეორე ეტაპი არის ესკალატორებთან არსებული ღიობების ამოვსება. ეს პროექტი ემსახურება მგზავრთა გამტარობის გაუმჯობესებას, გაზრდას. თბილისის საერთაშორისო ეროპორტის გაფრენის ტერმინალი 2007 წლის თებერვალში გაიხსნა, უკვე საკმაოდ მოძველდა, გამტარუნარიანობის კუთხით შეუძლია, მოემსახუროს 4,3 მილიონ მგზავრს. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელს ჩვენ უკვე ველოდებით მგზავრთა ამ რაოდენობას, გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა კვადრატული მეტრი თუ სანტიმეტრი, რათა გავაუმჯობესოთ ამ მხრივ ტერმინალი და მგზავრებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. ემატება 220 კვადრატული მეტრი სივრცე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, დავამატოთ სასაზღვრო ჯიხურები და უსაფრთხოების კონტროლის აპარატები. ვფიქრობ, ამ პერიოდში, თებერვლის ბოლომდე მგზავრებს ექნებათ ცოტა დისკომფორტი, მაგრამ სამაგიეროდ მერე გვექნება განახლებული გაფრენის ტერმინალი", - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 200 000 ლარია.
„ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, 2024 წელს იგეგმება მოფრენის ტერმინალის გაფართოებაც, თუმცა პროექტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826