24 საათის განმავლობაში ჩვენ სრულად მოვახდინეთ იმ ობიექტების რეალიზება, რაც გამოვიტანეთ გასაყიდად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ობიექტების 60%-მდე რეალიზება მოხდა სწორედ ქართველებზე | „იგლ ჰილს საქართველოს“ გენერალური მენეჯერი
24 საათის განმავლობაში ჩვენ სრულად მოვახდინეთ იმ ობიექტების რეალიზება, რაც გამოვიტანეთ გასაყიდად. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ობიექტების 60%-მდე რეალიზება მოხდა სწორედ ქართველებზე, - განაცხადა „იგლ ჰილს საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა თორნიკე ზირაქიშვილმა.
მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ პროექტის მიმართ ნდობა უკვე არსებობს.
„რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროექტის მიმართ უკვე ნდობა არსებობს. ამასთან, ჩვენი საფასო და საგადახდო პირობები მისაღები და კონკურენტუნარიანია. ამასთან, დანარჩენი 40%, რომელიც საერთაშორისო მომხმარებელზე გაიყიდა და მას გააჩნია საკმაოდ დივერსიფიცირებული გეოგრაფიული გაშლა”, - განაცხადა თორნიკე ზირაქიშვილმა.
აღნიშნულ თემაზე დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. „იგლ ჰილსის“ პროექტში ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო კონკრეტულად კრწანისის ტერიტორიაზე, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart
05.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.