მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

25 საერთაშორისო პროექტი, 6 000 ახალი სამუშაო ადგილი და 1 მლრდ ლარის ინვესტიცია - INVEST IN GEORGIA-ს 2020-2023 წლების ანგარიში

news image
mbc image


სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" INVEST IN GEORGIA-ს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ანგარიშის პრეზენტაცია კი სტუმრებს სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.

25 საერთაშორისო პროექტი, 6 000 ახალი სამუშაო ადგილი და 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია - ანგარიშის თანახმად, ასე გამოიყურება 2020-2023 წლების სააგენტოს საინვესტიციო შედეგები.

„აწარმოე საქართველოში" დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტომ გადაჭარბებით შეასრულა 2020 წელს შემუშავებული სტრატეგია.

„მოვიზიდეთ 20 კომპანია, შევქმენით 6 000 სამუშაო ადგილი და მილიარდ ლარს მიაღწია ინვესტიციების რაოდენობამ, რომელიც კონკრეტულ სექტორებში მოვიზიდეთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ქვეყნის საინვესტიციო სტატისტიკა, ეს სააგენტოს სამიზნე მაჩვენებელია. ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკას თუ შევხედავთ, განვითარებულ ქვეყნებში საინვესტიციო სააგენტოებს მთლიანი FDI-ის მხოლოდ 10% აქვთ, ამ მონაცემებს ჩვენი სააგენტო სრულად აკმაყოფილებს.

რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ახალ სტრატეგიაზე მუშაობას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ახალ სექტორებზე ვაპირებთ მუშაობის დაწყებას და დარწმუნებული ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მალე უფრო მეტი შედეგი გვექნება" - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

3-წლიანი სტრატეგიის ფარგლებში, INVEST IN GEORGIA-მ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავა პოტენციური ინვესტორი კომპანიების სია, რომელთაგან 2 700-ზე მეტ კომპანიასთან მოხდა დაკავშირება და შედგა 300-ზე მეტი შეხვედრა. სტრატეგიის ფარგლებში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტების მოძიების პროგრამაც (lead Generation).

საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის მიზნით, აღსანიშნავია INVEST IN GEORGIA-ს კიდევ ერთი მიმართულება - ლოკაციის კონსულტანტებთან თანამშრომლობა. სააგენტოს ხელშეწყობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში 25-ზე მეტი ლოკაციის კონსულტანტი და ექსპერტი ჩამოვიდა, რომელთა დახმარებითაც, პოტენციური ინვესტორები ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილებას იღებენ.

ამასთან, საქართველოს ბიზნეს გარემოს შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, INVEST IN GEORGIA საერთაშორისო მედია კამპანიებსაც აწარმოებს. საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა გლობალურ მედია საშუალებაში, მათ შორის - Bloomberg, fDi Intelligence, Global Finance - გამოქვეყნდა 50-ზე მეტი სტატია და ანგარიში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც 2020-2023 წლების საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" შეიმუშავა და განახორციელა, FDI გრანტის სახელმწიფო პროგრამაა. პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიებს საშუალება აქვთ ინვესტირებული თანხის 15%-მდე უკან დაიბრუნონ. პროგრამას უკვე ყავს ორი ბენეფიციარი - მულტინაციონალური კომპანიები: Lineate და Girteka.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობების შედეგად, საქართველოში ინვესტიციები განახორციელეს ისეთმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებიცაა: Indorama, Girteka, Teleperformance, Concentrix, TEPCO და სხვები. აღსანიშნავია რომ, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, სააგენტო წარმატებით უზიარებს გამოცდილებას პარტნიორ ქვეყნებსაც.

სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის განხორციელებაში, დახმარებას უწევდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის: IFC, USAID, EBRD, GIZ, UNGCNG, UN WOMEN, ADA, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

INVEST IN GEORGIA-ს ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს სექტორი და ინვესტორი კომპანიები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა