მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

27-28 ოქტომბერს თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას „თბილისის ფინანსურ სამიტს" უმასპინძლებს

news image
mbc image

27-28 ოქტომბერს თბილისში, რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი" გაიმართება, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს გააერთიანებს. მასშტაბური საერთაშორისო სამიტის მთავარი თემა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში" იქნება.

სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახსნის. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელი სოპნენდუ მოჰანტი.

წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მიიღებს მონაწილეობას.

სამიტის მონაწილეებს შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Swift, UnionPay, Luma Group, Accel, Tether, Ant International და სხვა. ასევე ჩინეთის ბანკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იანგ ჯუნი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბინურ ჟალენოვი, ალბანეთის ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჰოლტა ზაჩაი, ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი მუ ჩანგჩუნი, სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოვანეს ხაჩატრიანი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ემირ კურტიჩი, ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენეკ ტუმა და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის პრეზიდენტი რენატ ბექტუროვი.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, სამუშაო და პროფესიული შეხვედრები. განხილვის ძირითადი მიმართულებები იქნება რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ციფრული აქტივები, გადახდების მომავალი, ღია ბანკინგი, ხელოვნური ინტელექტი და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ყაზახეთისა და ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის, სადაც მონეტარულ პოლიტიკაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და ციფრულ და ტრანსსასაზღვრო ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე იმსჯელებენ.

სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების, ციფრული აქტივების რეგულირების საკითხებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. სამიტის დღის წესრიგი ასევე მოიცავს რეგიონში ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების საკითხებს.

სამიტის ფარგლებში გაიმართება AI და ღია ბანკინგის ჰაკათონის დემო დღე. ჰაკათონი ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტენოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია და მასში 28 ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულები 28 ოქტომბერს სწორედ დემო დღეზე გამოვლინდებიან.

„„თბილისის ფინანსური სამიტი" საქართველოსთვის საერთაშორისო ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობაა. ღონისძიება ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ფინანსური ინოვაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური პლატფორმის, პოტენციალის წარმოჩენას", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

GFTN სინგაპურში დაფუძნებული საერთაშორისო ქსელია, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემების განვითარებაზე მუშაობს. აღნიშნული ქსელი მოიცავს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს ისეთები როგორიცაა სინგაპური, იაპონია, შვეიცარია, ა.შ. 2025 წელს ქსელს საქართველოც შეუერთდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image წლის ბოლოს განვაახლებთ FMCG ბაზრის მონიტორინგის შედეგებს - ირაკლი ლექვინაძე

26.10.2026.13:34

წლის ბოლოს განვაახლებთ FMCG ბაზრის მონიტორინგის შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„მეორე მიმართულება ეს არის ბაზრის მონიტორინგები. ჩვენ სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და აღნიშნული პროდუქტები მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, ვახორციელებთ მონიტორინგებს. დაახლოებით 8 ბაზრის მონიტორინგი გვაქვს მიმდინარე, ახლანდელ პერიოდში.

თუ მონიტორინგი არ სრულდება, ჩვენ ვაქვეყნებთ შუალედურ შედეგებს. შუალედური შედეგები წარმოდგენილია ჩვენს ანგარიშში და თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება, რომ დეტალურად გაეცნოს შუალედური შეფასების შედეგებს.

დავიწყებ FMCG ბაზრით, რომელიც მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებშია, და ჩვენ წლის ბოლოს გავაკეთებთ განახლებას აღნიშნული ბაზრის შეფასების 2025 წლის მონაცემებით. ჩვენი შეფასებით, ბაზარს შევაფასებთ დაახლოებით 14 მილიარდ ლარად, წლიური ზრდა არის დაახლოებით 7%.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ბაზრის შეფასება და მოცულობა განსხვავდება Galt & Taggart-ის და თიბისი კაპიტალის მიერ გაკეთებული შეფასებისგან, რადგანაც ჩვენ განსხვავებული მეთოდიკით ვაკეთებთ ამას. პრაქტიკულად, ვიღებთ სტატისტიკის დეპარტამენტიდან ყველა კომპანიის და ყველა მეწარმის მონაცემს, რომელიც თუნდაც ერთი მაღაზიით არის წარმოდგენილი და რომელიც დღგ-ის გადამხდელია, და შემოსავლების მიხედვით ვითვლით ბაზრის მთლიან მოცულობას“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა