მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

3 ფაქტორი, რამაც ბოლო წლებში გლობალური ეკონომიკის ტენდენცია განაპირობა - დეტალები

news image
mbc image

S&P Global Market Intelligence 2026 წლის აგვისტოს გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მიმოხილვას და განახლებას აქვეყნებს, რომელიც მოიცავს ეკონომიკური მდგრადობის კიდევ უფრო მკაფიო ნიშნებს - მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპები, ძირითადად, მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში. ამასთან, ფასებზე ზეწოლის შემსუბუქებას - S&P Global-ის PMI (S&P Global’s Purchasing Managers Index) მონაცემებში ფასების ზრდის წნეხი მცირდება, ხოლო ძირითადი ინფლაციის მაჩვენებლები უმეტეს მსხვილ ეკონომიკებში შედარებით სტაბილურია.

აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ უახლოეს პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკის შემცირებას, თუმცა ცალკეული ქვეყნების მონეტარული პოლიტიკის პერსპექტივები კვლავ განსხვავებულია.

აღნიშნული შეფასებით, 2026 წლის გლობალური რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2.4%-ს შეადგენს, რაც კვლავ ჩამორჩება თებერვალში, კონფლიქტის დაწყებამდე, გაკეთებულ პროგნოზს. ამასთან, S&P Global Energy-ის საბაზისო სცენარი 2026 წლის ბოლოს ბრენტის ნავთობის ფასს ბარელზე 87 აშშ დოლარის დონეზე ითვალისწინებს.

,,ბოლო წლებში გლობალურმა ეკონომიკურმა პირობებმა სამი მნიშვნელოვანი უარყოფითი შოკის მიმართ გამორჩეული მდგრადობა გამოავლინა. ეს შოკებია: 2022 წელს რუსეთ - უკრაინის კონფლიქტი, 2025 წელს აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის რადიკალური ცვლილება და მიმდინარე წელს აშშ-ისა და ისრაელის კონფლიქტი. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში სხვა დადებითმა ფაქტორებმა ხელი შეუწყო აღნიშნული სამი შოკის უარყოფითი გავლენის შემსუბუქებას ან კომპენსირებას. კერძოდ, 2022 წელს ეს იყო პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აქტივობის ძლიერი აღდგენა, 2025 წელს - ინფლაციის შემცირება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ხოლო მიმდინარე წელს ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმი”, - წერს S&P.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა