მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. თემა ეხებოდა - „რონიკოს" მიერ „ართთაიმის" 100%-იანი წილის, „სილქ როუდ ენჯინიარინგის" მიერ „ფარმარეას" 100%-იანი წილის და ფ/პ თემურ ბოლქვაძის მიერ „ლეგომეტალის" 100%-იანი წილის შეძენას.

 

სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგისას დადგინდა, რომ სააგენტოსთვის შეუტყობინებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე ეკონომიკურმა აგენტებმა კონცენტრაციები განახორციელეს.

შედეგად, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტების მიმართ გამოყენებული იქნა საჯარიმო სანქციები და კონცენტრაციის დადასტურების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი განცხადების შემოტანა დაევალათ. კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო ეკონომიკურ აგენტებს 32 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

ფერადი და შავი ლითონის ჯართით ბაზრის ანალიზის მიხედვით ექსპორტის მოცულობამ 2021 წელს შეადგინა 271,7 მლნ ლარი, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა იყო - 46, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 1 474 , რაც საშუალოდ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

აქსესუარების და ფუფუნების საგნების ბაზრის ანალიზის დროს სააგენტოს შეფასების ლოგიკა ეყრდნობა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კონცენტრაციის მხარეები შერწყმამდე მოქმედებდნენ სხვადასხვა სასაქონლო ბაზრებზე და არ არიან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვით, ამდენად, თითოეული მხარის შესაბამისი ბაზრის სტრუქტურის განხილვის საჭიროება არ დგას. განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად, კონცენტრაციის დონე არ იცვლება არც ერთ შესაბამის ბაზარზე.

სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობებით  საბითუმო ვაჭრობის ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა 169.3 მლნ ლარს, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა - 134, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 463,14, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობების იმპორტის  მოცულობა 2021 წელს შეადგენდა 186,4 მლნ ლარს, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა - 1175, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 463,14, რაც ასევე დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

მიღებული და დამუშავებული მასალების შესწავლის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ განხორციელებული კონცენტრაციები „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ეფექტიან კონკურენციას არსებითად არ ზღუდავს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე. კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. ჯარიმის დაკისრება, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს შეტყობინების წარმოდგენისგან არ ათავისუფლებს.

2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ეკონომიკური აგენტების 5311 კონცენტრაცია (გაერთიანება) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაცია  თანხმობა გასცა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა