მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

7 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენცია „კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში“ გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტი (GNCOLD) 7 ნოემბერს სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძე“ ატარებს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის სახელწოდებაა „კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში“.

საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის  კონფერენცია ეს  არის საერთაშორისო და ადგილობრივი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შეკრება, სადაც ჰიდროენერგეტიკის, მელიორაციული წყალ სამეურნეო  ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის  აქტუალური საკითხების გარშემო ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

კონფერენციის მსვლელობისას ჩატარდება სამეცნიერო სესიები, სადაც წარსდგებიან სამეცნიერო თუ საინჟინრო სფეროს წარმომადგენლები და ისაუბრებენ  რეგიონში და ასევე მსოფლიოში  მიმდინარე მნიშვნელოვანი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ღონისძიება ასევე მოიცავს საგამოფენო სესიას, სადაც საინჟინრო უსაფრთხოებისა და ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემების მწარმოებელი კომპანიები წარმოადგენენ თავიანთ უახლეს ტექნოლოგიებს.

აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის კონფერენციის ფარგლებში, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით ცნობილი  ესპანური საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია, „iPresas – Risk Analysis”, ჩაატარებს სამდღიან სპეციალიზებულ ტრენინგს  ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების შესახებ. ტრენინგი დამსწრეებს მიაწვდის მეტად ღირებულ ინფორმაციას ჰიდროენერგეტიკული ობიექტებისა და კაშხლების უსაფრთხო ოპერირებისათვის რისკების შეფასებაზე და მართვაზე.

კონფერენციას გახსნის საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტი (GNCOLD)_ის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მირცხულავა, ასევე კონფერენციის სპიკერები არიან მსოფლიო ცნობილი  ექსპერტები იტალიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და ა.შ

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა