მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7171
-0.0014
flag
AZN 1.5342
-0.0002
flag
CNY 38.872
-0.0007
flag
EUR 2.9927
-0.0157
flag
GBP 3.495
-0.0176
flag
KZT 58.54
-0.0009
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6076
-0.0005
news banner

7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, ვინარჩუნებთ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით 2021 წლიდან - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ახერხებს ქვეყანა შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი.

„მთლიანობაში რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული. ზოგადად, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ვახერხებთ შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ შევძელით, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად აღმოფხვრა და კორუფციის სრულად აღმოფხვრა ეხმარება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას“, - განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების წილი 9.1%-ს უტოლდება - საქსტატი

18.09.2026.15:56

2026 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის II კვარტალში 3.0 პროცენტით განისაზღვრა.

2026 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (19.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.4 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (15.0 პროცენტი).

კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (-4.8 პროცენტი) და სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.5 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.1 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), მშენებლობა (6.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.4 პროცენტი), განათლება (6.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა