მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

8 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 2.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა - Galt & Taggart-ი

news image
mbc image

ჩვენი შეფასებით, 2023 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.2%-ით გაიზარდა და 550 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.

„ჯამურად, ჩვენი შეფასებით, 2023 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 2.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+34.7% წ/წ)“, - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის სტატისტიკის შესახებ მონაცემები კვარტალში ერთხელ ქვეყნდება. 

2023 წლის I ნახევარში, ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა - 582,500 ვიზიტორი, რაც 2019 წლის I ნახევართან შედარებით 16.6%-ით მეტია. ამის შესახებ PMC-ის ტურიზმის სექტორის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

თურქეთს მოჰყვა რუსეთი 577,600 ვიზიტით, რაც 16.5%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებელს.

10 უმსხვილეს ტურისტულ ბაზარს შორის, ვიზიტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა ბელორუსიდან (2019 წლის I ნახევრის შესაბამის მაჩვენებელზე 127.0%-ით მეტი), ყაზახეთიდან (73.6%) და ისრაელიდან (38.1%).

მეორე მხრივ, აღდგენა ყველაზე დაბალი იყო აზერბაიჯანში (პანდემიამდელი მაჩვენებლის 13.5%), სომხეთსა (74.8%) და ირანში (83.0%).

რეგიონული პერსპექტივით, 2023 წლის I ნახევარში ევროპიდან მომავალი საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა პანდემიამდელ მაჩვენებელს (-23.3%), ხოლო ყველა სხვა რეგიონიდან ვიზიტების რაოდენობამ მიაღწია ან გადააჭარბა პანდემიამდელ რიცხვს.

„ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ საქართველო აღიქმება ნაკლებად უსაფრთხო და მიმზიდველ ტურისტული დანიშნულების ადგილად რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად და რუსეთიდან შემოსული მიგრანტების მნიშვნელოვანი ნაკადის გამო“, - ნათქვამია PMC-ის ტურიზმის სექტორის თვის მიმოხილვაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა