მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ ჯგუფთან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში განხორციელდება რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ ჯგუფთან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში განხორციელდება რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებთან. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს ტრადიციულად აქვს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ისე ეკონომიკური კუთხით.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელმაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ე.წ. ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

„ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები ამ ქვეყანასთან. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ლეგალური საფუძველი იმისთვის, რომ გავზარდოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო მიმართულებით ვითანამშრომლოთ უფრო მჭიდროდ. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში განხორციელდება რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია.

ვფიქრობ, ეს მთლიანად შეცვლის საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე სურათს. ეს იქნება დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო არის საიმედო, სანდო საინვესტიციო პარტნიორი და ვფიქრობ, რომ ხარისხობრივადაც გააუმჯობესებს ეკონომიკის ძალიან დინამიკურ მიმართულებას. ასევე ჩვენ გვექნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოში უკვე ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები სახელმწიფო კომპანიის მხრიდან. ეს არის „აბუ-დაბი პორტს გრუპი“, რომელიც სახელმწიფო საინვესტიციო ჯგუფის ნაწილია.

ეს არის აბუ-დაბის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც თბილისში მშრალ პორტს ამთავრებს და მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის გახსნა, რადგან სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამაზე ჩვენ რამდენიმე წელია, ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად. ასევე ჩვენ გვექნება შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლებთან იმაზე, რომ გაფართოვდეს მათი წარმომადგენლობა საქართველოში და უმნიშვნელოვანეს, უმსხვილეს, ლოგისტიკურ სატრანსპორტო მიმართულებებში ჩვენ ვიხილოთ დამატებითი ინვესტიციები აბუ-დაბიდან.

ასევე ჩვენ ვთანამშრომლობთ ენერგეტიკის მიმართულებით, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკულ პროექტებში ჩვენთან წარმოდგენილია „მასდარი“. აქაც ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ხელშეკრულების დასრულების ეტაპზე, რადგან წინასწარი კვლევები უკვე დავასრულეთ. არსებობს პროექტი, რომელიც ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად ინტენსიურად ვითარდება. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა