მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აჭარაში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

news image
mbc image

ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. პროექტი გარემოსთან ადაპტირებულ ღია მანეჟს, დახურულ თავლას, ამფითეატრს, ადმინისტრაციულ ცენტრსა და წრიულ საცხენოსნო ბილიკებს ითვალისწინებს.

ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი.

ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. როგორც Business Insuder Georgia-თან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძე აცხადებს, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ღორჯომის ხეობაში ახალი ტურისტული პროდუქტები გაჩნდება, რაც ხეობის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. 

„აჭარა თავისი ავთენტურობით, ალპური ზონით საკმაოდ გამორჩეულია და მაგრამ ღორჯომის ხეობა ეს ის ადგილია, სადაც ავთენტურობა ძალიან კარგადაა შენარჩუნებული, ის ადათ-წესები ტრადიციები. ასევე გამორჩეულია ხეობა იმ კუთხით, რომ თითქმის ყველა ოჯახში ჰყავთ ცხენი. თუმცა ცხენის ყოლა ტურისტულ პროდუქტად ადგილობრივებს ჯერ აღქმული არ აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი რესურსი არსებობს ღორჯომის ხეობაში, გადავწყვიტეთ, რომ საცხენოსნო მიმართულებით განვითარება. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ტრიბუნის, საცხენოსნო მანეჟის მოწყობა: როგორც საშუალო ასევე დიდი ზომის. ასევე დაგეგმილია თავლას, ავტოპარკინგის სივრცის მოწყობა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა. პროექტის მშენებლობის ნაწილში ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება მიმდინარეობს. 

ეს პროექტი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ წვლილი შევიტანოთ ღორჯომის ხეობის ტურიზმის განვითარებაში. რაც თავის მხრივ აისახება ადგილობრივების კეთილდღეობაზე. გაჩნდება ბევრი ტურისტული პროდუქტები. ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივებს შევუქმნათ იმის მოტივაცია, რომ თავიანთი ტურისტული პროდუქტები შექმნან და მოვახდინოთ ტურისტების მიგრაცია ღორჯომის ხეობისკენ“, - აცხადებს ლელა გოგუაძე.

მისი თქმით, ამ დროისათვის ხეობაში 15-მდე გესტჰაუსია, მაგრამ დაგეგმილი ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ მათი რაოდენობა ხეობაში გაორმაგდეს.

სატენდერო წინადადებების მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადად 2024 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდი განისაზღვრება.

სამშენებლო ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 1 მაისამდე პერიოდი ვალდებულების შესრულების ვადაში არ ითვლება. ამ პერიოდში სამუშაოები წარმოება უნდა შეჩერდეს.

რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, სატენდერო პირობების მიხედვით, 710 ათასი ლარია, 

პროექტის განხორციელების შედეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების და ჩემპიონატების მოწყობაც იქნება შესაძლებელი. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ღორჯომის ხეობას საცხენოსნო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით ღორჯომში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი, რომელთა რაოდენობა ჯამში 150-მდე აღწევს. ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები, რაც იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ.-ში მდებარეობს.  ის  უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და  ჩანჩქერები.

No description available.

No description available.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა