მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0007
flag
AZN 1.548
-0.0009
flag
CNY 38.871
0.0045
flag
EUR 3.0089
-0.0011
flag
GBP 3.5449
0.0087
flag
KZT 55.95
0.0019
flag
TRY 0.0558
0
flag
USD 2.6315
-0.0012
news banner

ADB ენერგიასა და სურსათზე ფასების შოკის საპასუხოდ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში კრიზისზე რეაგირებას აძლიერებს

news image
mbc image

აზიის განვითარების ბანკი (ADB) აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში თავისი წევრი ქვეყნებისთვის უფრო სწრაფ და მოქნილ კრიზისზე რეაგირების მექანიზმებს აამოქმედებს, რათა მათ შეძლონ მოსახლეობის დაცვა, მნიშვნელოვანი საჯარო სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა და ენერგომომარაგებისა და სურსათზე ფასების შოკებთან გამკლავება.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული არასტაბილურობა რეგიონის მთავრობებსა და მოსახლეობაზე მზარდ ზეწოლას ახდენს, რაც საწვავისა და სურსათის გაძვირებას, ასევე სესხების მომსახურების ხარჯების ზრდას იწვევს,“ - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. „ADB სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ეს შოკები უფრო ღრმა კრიზისებში გადაიზრდება. ახალი მექანიზმები მხარდაჭერის უფრო სწრაფად მიწოდების, მთავრობებისთვის მეტი მოქნილობის მინიჭებისა და მთავარი პრიორიტეტების - მოსახლეობის დაცვის, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ენერგეტიკული და სასურსათო სისტემების გაძლიერების უზრუნველყოფას ემსახურება.

ADB-ის დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა პოლიტიკის დოკუმენტი „ADB-ის კრიზისზე რეაგირების მექანიზმების გაძლიერება ენერგომომარაგებისა და სურსათზე ფასების შოკების საპასუხოდ“, რომელიც ბანკის სამ არსებულ საფინანსო ინსტრუმენტს განაახლებს:

კონტრციკლური მხარდაჭერის მექანიზმს (Countercyclical Support Facility);
პირობითი კატასტროფების დაფინანსების მექანიზმს (Contingent Disaster Financing);
საგანგებო დახმარების სესხს (Emergency Assistance Loan).

ცვლილებების მიზანია ADB-ს მისცეს შესაძლებლობა, უფრო ეფექტიანად უპასუხოს მიწოდების იმ შოკებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ძლიერდება, გავლენას ახდენს საწვავისა და სურსათის ბაზრებზე, ზრდის ინფლაციას, ამძიმებს სახელმწიფო ბიუჯეტებს და აფერხებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მიწოდებას.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება - თორნიკე სულაბერიძე

20.07.2026.21:41

ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება",- ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა. 

მისი განცხადებით, ქართველი მწარმოებლები 2026 წლის განმავლობაში 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იქნებიან წარდგენილნი.
„წლის განმავლობაში განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა, მათ შორის 10-მდე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და გვყავდა 100-მდე ექსპორტიორი კომპანია წაყვანილი. ჩვენ ასევე მიმდინარე წელს ვგეგმავთ რამდენიმე მსხვილ გამოფენას. წლის განმავლობაში 20-მდე გამოფენაზე მივიღებთ მონაწილეობას და დაახლოებით 300-მდე ექსპორტიორ კომპანიას წავიყვანთ გამოფენებზე“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა - 3,876.3  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით გაიზარდა და მოცულობა 2,391.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა