მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7165.2
-0.0188
flag
AZN 1.537
-0.0039
flag
CNY 38.868
-0.0106
flag
EUR 3.0412
-0.0139
flag
GBP 3.547
-0.021
flag
KZT 56.49
-0.0054
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.007
news banner

ADB-მა CAREC-ის რეგიონში, მათ შორის საქართველოშიც საზღვრების მოდერნიზაციისა და ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ჯამურად $400 მილიონიანი დაფინანსება დაამტკიცა

news image
mbc image

ADB-მა CAREC-ის რეგიონში, მათ შორის საქართველოშიც საზღვრების მოდერნიზაციისა და ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ჯამურად $400 მილიონიანი დაფინანსება დაამტკიცა. 

400 მილიონი დოლარის მოცულობის რეგიონული დაფინანსების მექანიზმის მიზანია სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მოდერნიზება, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ხარჯების შემცირება და ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) რეგიონში ადამიანებისა და საქონლის გადაადგილების გაუმჯობესება.

Border Upgrades for Integration, Logistics, and Development (BUILD)-ის სახელწოდებით არსებული დაფინანსების მექანიზმი მხარს დაუჭერს პრიორიტეტულ ინვესტიციებს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მოდერნიზებისა და CAREC-ის რეგიონში კავშირებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით.

„საზღვრები მხოლოდ საკონტროლო-გამშვები პუნქტები არ არის - არის კარიბჭე ახალი სამუშაო ადგილების, რეგიონული ბაზრებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობების შესაქმნელად“, - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ლეა გუტიერესმა.

ვაჭრობისა და სატრანსპორტო კავშირების მიმართულებით ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, CAREC-ის დერეფნებში სასაზღვრო-გამშვები პუნქტები კვლავ მნიშვნელოვან შეფერხებებს ქმნის, რაც განპირობებულია ვაჭრობის მოცულობის ზრდით, ინფრასტრუქტურისა და გამტარუნარიანობის შეზღუდვებით, ასევე საზღვრის მართვის სისტემებისა და პროცედურების შემდგომი მოდერნიზების საჭიროებით.

ეს შეზღუდვები ეკონომიკურ დანაკარგებსა და სირთულეებს უქმნის სატრანსპორტო ოპერატორებს, მოვაჭრეებსა და მგზავრებს, ასევე ზრდის ადამიანით ვაჭრობის, გარემოსდაცვითი პრობლემებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებს.

CAREC-ის პროგრამა წარმოადგენს ავღანეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პარტნიორობას, რომლებიც განვითარების პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობენ რეგიონული თანამშრომლობის გზით მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ADB CAREC-ის სამდივნოს მასპინძლობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იაპონიაში საბაზო ინფლაცია ივლისში დაჩქარდა, რაც განაკვეთის ზრდის არგუმენტებს აძლიერებს

28.08.2026.13:00

იაპონიაში საბაზო ინფლაცია ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაჩქარდა, რადგან კომპანიებმა სუსტ იენთან და მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებული იმპორტის ხარჯების ზრდა მომხმარებლებზე გადაიტანეს. პარასკევს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის არგუმენტი კიდევ უფრო გაამყარა.

მონაცემები იმ ფაქტორებს შორის იქნება, რომლებსაც იაპონიის ბანკი (BOJ) 17-18 სექტემბერს დაგეგმილ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე შეაფასებს. მოსალოდნელია, რომ ცენტრალური ბანკი საბაზისო საპროცენტო განაკვეთს 1%-დან 1.25%-მდე გაზრდის.

საბაზო სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც ენერგიასთან დაკავშირებულ საქონელს მოიცავს, თუმცა მერყევი ახალი საკვები პროდუქტების ფასებს გამორიცხავს, ივლისში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზს დაემთხვა.

ივნისში ეს მაჩვენებელი 1.6%-ით იყო გაზრდილი. ამასთან, ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვე დარჩა BOJ-ის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბლა, რაც დიდწილად საწვავის ხარჯების შემცირების მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული სუბსიდიების გავლენით იყო განპირობებული.

ანალიტიკოსები ელიან, რომ უახლოეს თვეებში საბაზო ინფლაცია BOJ-ის სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბებს, რადგან ნედლეულის ხარჯების ზრდის მომხმარებლებზე გადატანა ფართოვდება. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა