ADB თბილისის შემოვლითი გზის პროექტს $250 მილიონის სესხით დააფინანსებს, საქართველოს უკეთესი რეგიონული დაკავშირებისთვის
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 250 მილიონი დოლარის ($) სესხი თბილისის სტრატეგიული მნიშვნელობის შემოვლითი გზის მშენებლობის მხარდასაჭერად, რაც გააუმჯობესებს საგზაო დაკავშირებას, შეამცირებს სატრანსპორტო გადატვირთვას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტი ჰაბის როლს.
პროექტი მოიცავს თბილისის შემოვლითი გზის 18.9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილს განაახლებს. მოძრაობის გადამისამართება დედაქალაქის გვერდის ავლით შეამსუბუქებს თბილისის სატრანსპორტო დატვირთვას და გააუმჯობესებს ტვირთებისა და ხალხის გადაადგილებას. ADB-ის დაფინანსება მოხმარდება თბილისის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთს: ლოტი 4-ს (თბილისის აეროპორტი–ლოჭინი) და ლოტი 5-ს (ლოჭინი–რუსთავი). პროექტი ასევე მოიცავს მისასვლელი და მომსახურების გზების მშენებლობასა და განახლებას.
სხვა სიახლეები
საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 54%-ით არის გაზრდილი
30.07.2026.11:00
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ფეროშენადნობების ექსპორტის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. 2026 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან 147 581.3 ათასი დოლარის ღირებულების 126 261.8 ტონა ფეროშენადნობი გავიდა ექსპორტზე. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ქვეყნიდან 53.90%-ით მეტი ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, მოცულობის კუთხით კი ზრდამ 41.69% შეადგინა.
2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ფეროშენადნობების ექსპორტმა
89 111.8. ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 95 896.9 ათასი დოლარი იყო.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახორციელებს:
• თურქეთი - 26 249.7 ტონა;
• აშშ - 24 461.8 ტონა;
• ალჟირი - 13 447.5 ტონა;
• იტალია - 11 351.7 ტონა;
• ნიდერლანდები - 10 355.4 ტონა.