მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.5
0.0008
flag
AZN 1.575
-0.0011
flag
CNY 39.368
0.0001
flag
EUR 3.1146
-0.0055
flag
GBP 3.5759
-0.0079
flag
KZT 57.23
0.0015
flag
TRY 0.0587
-0.0001
flag
USD 2.6774
-0.0015
news banner

ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 21.1%-ით გაიზარდა - საქსტატი

news image

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 439.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 63.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 73.5 პროცენტით გაიზარდა და 1 551.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (247.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (182.7 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (177.0 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 313.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 225.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 94.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.1 პროცენტი).

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურება - სებ-მა ავტომატიზებული გადარიცხვებისა და ელექტრონული ანგარიშსწორების განახლებული საგადახდო სისტემა დანერგა

19.05.2026.12:00

სებ-მა წარმატებით დაასრულა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება. 

აღნიშნული პროექტი გამოირჩევა განსაკუთრებული მასშტაბითა და კომპლექსურობით ეროვნული ბანკის გარდა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური ცვლილებები განახორციელეს ყველა კომერციულმა ბანკმა, მიკრობანკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინამ. მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოს საფინანსო სექტორში 2009 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროექტის სისტემურ მნიშვნელობას ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 

RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის - უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა(IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის. 

ეს პროექტი ქვეყნის ფინანსური სექტორის მოდერნიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც თანამედროვე და მდგრადი საგადახდო ეკოსისტემის მქონე ქვეყნის პოზიციას მსოფლიოში მზარდი დიჯიტალიზაციის პროცესის კვალდაკვალ. 

განახლებული საგადახდო სისტემა სრულად ეფუძნება ISO 20022-ის საერთაშორისო სტანდარტს და უზრუნველყოფს უფრო თანამედროვე, მოქნილ და ეფექტიან საგადახდო გარემოს.

პროექტი განხორციელდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას და მისი მოდერნიზაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელებას. 

ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის ინფრასტრუქტურაში გაფართოვდა მონაწილეთა წვდომა, რაც განახლებული სისტემის ფარგლებში ტექნიკურადაც სრულიად მხარდაჭერილი გახდა. კერძოდ, არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს მიეცათ შესაძლებლობა შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ გახდნენ სისტემის მონაწილეები, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას და მომხმარებლისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებას. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის ყველა ჩართულ მხარეს - კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინას, აქტიური თანამშრომლობისა და სისტემის წარმატებული დანერგვის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ასევე, სისტემის მწარმოებელ კომპანია „მონტრანს“ პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა