მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტის სტატუსის მქონე პირთათვის გარკვეული ცვლილებები ამოქმედდა - შემოსავლების სამსახური

news image
mbc image

 1 იანვრიდან ამოქმედდება საქართველოს საგადასახადო კოდექსში  13.12.2023 წლის N3922-XIIIმს-Xმპ საქართველოს კანონით განხორცილებული ცვლილება, რომელიც ეხება აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტის სტატუსის მქონე პირებს.

კერძოდ, მოქმედი რედაქციით  მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, თუ მისი ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს. ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა.

ცვლილების ამოქმედებიდან აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტების  სტატუსის  შემთხვევაში ზემოაღნიშნული 500 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 700 000 ლარამდე.

ამასთან, მ/წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის N465 დადგენილება „აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.

დადგენილების მიხედვით განისაზღვრა აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის პრინციპები, სტატუსის მოპოვების წესი, სტატუსის მინიჭებისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და  სავალდებულო კრიტერიუმები, ასევე აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტების სტატუსის გაუქმების პირობები.

საყურადღებოა, რომ დადგენილების მიხედვით სტატუსის მინიჭებისთვის სავალდებულო მოთხოვნაა პირს მინიჭებული ჰქონდეს მცირე ბიზნესის სტატუსი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა