აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ - თამარ იოსელიანი
„აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მგზავრობის შემცირება, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.
„ქსელზე განხორციელდა მასშტაბური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, შესაბამისად, შევძელით მგზავრობის დროის შემცირება. ეს თავისთავად აისახება როგორც მგზავრთნაკადზე, მის გაორმაგებაზე, ასევე ტურისტულ მიმართულებებზე. შესაბამისად, შევძლებთ, რომ ვიზიტორებს და ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
რკინიგზით სამგზავრო დროის შემცირებას ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამაც. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რკინიგზა მოქმედ სადგურებში რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავზარდოთ საქართველოს რკინიგზის დატვირთვა აღნიშნული მიმართულებით და უფრო კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს მგზავრებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
ჰიდროგენერაციის ზრდის მიუხედავად, თბოსადგურებმა მიწოდების თითქმის მეოთხედი
უზრუნველყვეს - Galt & Taggart
01.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.