მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

აგვისტოში ივლისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების აგვისტოს გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა ინფლაციურ მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის შეფასებებს ასახავს:

  • ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ, მნიშვნელოვნად შემცირებულია. მეორე მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 2%-4%-ის შუალედში და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ.
  • ამავე გამოკითხვის მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 4%-6%-ის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ, შემცირდა. ამავდროულად, მოიმატა იმ მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ზრდას 2%-4%- ის შუალედსა და 6%-8%-ის ინტერვალში ელოდებიან.
  • გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში თითქმის უცვლელად ნარჩუნდება. ერთი მხრივ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების მატებას 8%-ზე მეტად და 2%-4%-ის ინტერვალში ფიქრობენ. მეორე მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის, 4%-6%-ისა და 0-2%-ის ფარგლებში ელოდებიან, შემცირდა.
  • ამავე გამოკითხვის მიხედვით, აგვისტოში ივლისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%- 30%-ის შუალედსა და 30%-ზე მეტად ელოდებიან, დაკლებულია. ამავდროულად, რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას ელოდებიან, გაზრდილია.
  • გამოკითხულთა აზრით, აგვისტოში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) წინა თვესთან შედარებით შემცირებულია.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჩინურ ავიამწარმოებელ კომპანიაში Commercial Aircraft Corporation of China (COMAC) შეხვედრა გამართა

05.11.2026.20:24

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჩინურ ავიამწარმოებელ კომპანიაში Commercial Aircraft Corporation of China (COMAC) შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში. აღინიშნა, რომ ამჟამად რეგულარულ ფრენებს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ჩინეთის სამი ავიაკომპანია კვირაში 13 სიხშირით ასრულებს. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანიებთან მიმართულებებისა და სიხშირეების დამატების მიზნით.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ თბილისში 2032 წლისთვის 20 მლნ მგზავრზე გათვლილი ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, მანამდე კი დედაქალაქის ამჟამინდელი აეროპორტი გაფართოვდება. გარდა ამისა, მიმდინარე წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომლის შედეგადაც ქუთაისში შეძლებენ ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდის მომსახურებას.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აეროპორტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც საავიაციო ჰაბის როლს რეგიონში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების პერსპექტივები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა