აგვისტოში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 21%-ით გაიზარდა და 3,408-ს გაუტოლდა - TBC Capital
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაცას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება: ყოველთვიური მიმოხილვა” აქვეყნებს, სადაც ბაზარზე არსებული ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული. ,,2026 წლის აგვისტოში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $303 მილიონს მიაღწია (+26% წ/წ).
ამავე პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 21%-ით გაიზარდა და 3,408-ს გაუტოლდა.
საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,363-ს გაუტოლდა, რაც წლიურ 3%-იან ზრდას წარმოადგენს.
საშუალო გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე $10.3-ს გაუტოლდა (+1% წ/წ), ხოლო უძრავი ქონების ამონაგებმა 8.3% შეადგინა (-0.1პპ წ/წ)", - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
07.10.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9115 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6021 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6021 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6025 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9115 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9263 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0148 ლარი შეადგინა.