მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7191.5
-0.0023
flag
AZN 1.5576
-0.0007
flag
CNY 39.03
-0.0059
flag
EUR 3.02
-0.0151
flag
GBP 3.5004
-0.0073
flag
KZT 54.47
0.0008
flag
TRY 0.057
0
flag
USD 2.648
-0.0007
news banner

ახალი ჰესები ნიშნავს ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და რეგიონების გამოცოცხლებას - გიორგი მარგებაძე

news image
mbc image

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა ერთდროულად აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას. გიორგი მარგებაძის თქმით, ახალი ჰიდროელექტროსადგურები ელექტროენერგიის წარმოების ზრდასთან ერთად ქმნის სამუშაო ადგილებს, ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ხელს უშლის მაღალმთიანი სოფლების დაცლას.

„ყოველი ახალი სადგური და ყოველი ახალი მცირე ჰესი ნიშნავს ელექტროენერგიის დამატებით გამომუშავებას და, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულების შემცირებას. ეს ერთი.

მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურები აბსოლუტურად ყველა რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან ზონებშია მოფენილი. მაგალითად, ორ სოფელში, სადაც უკვე აღარც გვახსოვს, ბოლოს როდის იყო რაიმე ეკონომიკური აქტივობა, 2.5-მეგავატიანი სადგურის მშენებლობას ვაპირებთ, რომელიც 5 მილიონი დოლარი ჯდება. იქ უკვე დაიწყო ეკონომიკური გამოცოცხლება, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმების, კონკრეტული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელება.

შესაბამისად, ასეთი პატარ-პატარა სადგურები, გარდა იმისა, რომ დამატებით ელექტროენერგიას გვაძლევს და იმპორტზე დამოკიდებულებას გვიმცირებს, ქმნის ეკონომიკურ აქტივობას მაღალმთიან სოფლებში, რომლებიც ფაქტობრივად უკვე დაცლილია.

საბოლოო ჯამში, ამ პროცესს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მდგენელი აქვს: პირველი, ელექტროენერგია, მეორე  ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკის უსაფრთხოება და მესამე  ადგილობრივი მოსახლეობის გამოცოცხლება და სოფლების დაცლისგან გადარჩენა“, - აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 საექსპორტო ბაზარი, სადაც საქართველო ყველაზე მეტი ღირებულების ნატურალურ წვენებს ყიდის

24.06.2026.15:00

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი მზარდ ტრენდზეა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 14 212.8 ათასი დოლარის ღირებულების 9 011.5 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაყიდა. რაც შეეხება 2025 წლის სტატისტიკას, 5 თვეში ექსპორტზე 11 687.1 ათასი დოლარის 6 880.5 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა. რაც ღირებულებით ნაწილში 21.61%-ით, ხოლო მოცულობის კუთხით 30.97%-ით არის გაზრდილი.

საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია.

TOP 5 საექსპორტო ბაზარი, სადაც საქართველო ყველაზე მეტი ღირებულების ნატურალურ წვენებს ყიდის:

  • აშშ - 3 236.2 ათასი დოლარი;
  • ავსტრალია - 2 212.3 ათასი დოლარი;
  • გერმანია - 2 113.2 ათასი დოლარი;
  • რუსეთი - 1 853.0 ათასი დოლარი;
  • იაპონია - 1 040.9 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა