მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ახალი მიერთებების ფარგლებში ყოველწლიურად საშუალო 18 ათასიდან 20 ათას მომხმარებლამდე გვემატება - გიგა ნადირაძე

news image
mbc image

ბოლო 5 წელზე დაყრდნობით, რომ ვიმსჯელოთ  ყოველწლიურად საშუალო 18 ათასიდან 20 ათას მომხმარებლამდე გვემატება - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან  GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ განაცხადა, რომელმაც ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ რიგით მეთხუთმეტე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის თემაც  „წყალმომარაგება | შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.

„ეკონომიკურ ფორუმზე საუბარი იყო წყალმომარაგების სექტორში არსებულ გამოწვევებზე და ამ საინვესტიციო მიდგომებზე, რომელიც კომპანიებს გააჩნიათ. ჩვენ ჩვენის მხრივ წარვადგინეთ ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს და ასევე დაგეგმილია სამომავლოდაც. 2024-2026 წლებში  GWP-ი გეგმავს 363 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც სრულად მოხმარდება თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მოსახლეობის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას. ეკონომიკურ ფორუმზე გვქონდა ასევე საუბარი იმაზე, რომ როდესაც ვსაუბრობთ საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე, აუცილებელია ვახსენოთ ამ საინვესტიციო პროექტების გავლენა მიწოდების სერვისზე და ასევე აღინიშნა, რომ ის საინვესტიციო პროექტები, რომელიც ჩვენს მიერ ხორციელდება თვისი შედეგი გამოაქვს და კონკრეტული მიმართულებებით უკვე გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება, როგორიცაა ერთ წყვეტაზე მომხმარებლების რაოდენობის შემცირება, თვითონ წყვეტების რაოდენობის შემცირება და ასევე მნიშვნელოვნადაა შემცირებული დანაკარგები წყალმომარაგების სისტემაში“, - აღნიშნა გიგა ნადირაძემ.

მისვე თქმით, GWP-ის ქსელს ახალი მიერთებების ფარგლებში ყოველწლიურად 20 ათასამდე აბონენტი ემატება  და ეს მოიცავს როგორც კერძო სახლებს, ისე კორპუსებს.

 GWP-ის აქტივების მართვის დირექტორის თქმით, ზოგადად წყლის მოხმარების დინამიკა გამრიცხველიანებულ სექტორში ერთი და იგივეა.

„თუმცა რომ შევადაროთ გამრიცხველიანებული სექტორი და იგივე კატეგორიის უმრიცხველო მომხმარებელს, ანუ პირობითად რომ ავიღოთ უმრიცხველო მომხმარებელი კერო სახლში და მრიცხველიანი მომხმარებელი კერძო სახლში 2-ჯერ აღემატება უმრიცხველო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარება იგივე კატეგორიის გამრიცხველიანებულ მომხმარებელს. თუმცა ეს ლოგიკა არ მუშაობს კორპუსების შემთხვევაში, ჩვენი ჩატარებული კვლევების თანახმად კორპუსებში მხოლოდ 20%-ით მეტ წყალს მოიხმარს უმრიცხველო მომხმარებელი იგივე მრიცხველიან მომხმარებელთან მიმართებაში. რასაც თავისი ახსნაც აქვს. კერო სახლში უფრო მეტია შესაძლებლობა იმისა, რომ მორწყვის ან სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს სასმელი წყალი.  განსხვავებით კორპუსისა, სადაც ვერ ხდება ირიგაციის მიზნით სასმელი წყლის გამოყენება“, - აღნიშნა გიგა ნადირაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა