მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

ახალი პლატფორმის დამატებით ჩვენ შევასრულეთ ევროკავშირის საგადახდო ანგარიშის დირექტივის (Payment Account Directive) ერთ-ერთი მოთხოვნა - ნატალია ჭყოიძე

news image
mbc image

სებ-ის ახალ ციფრულ პლატფორმაზე საქართველოს სპეციფიკიდან და მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე რამდენიმე ტიპის კალკულატორია ჩაშენებული, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ჭყოიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმის შექმნით ეროვნულმა ბანკმა ევროდირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა შეასრულა.

"ამ პლატფორმაზე გარდა ტარიფების შედარების საშუალებისა, ჩაშენებულია რამდენიმე ტიპის კალკულატორი, რომელთაც რამდენიმე ტიპის დანიშნულება აქვთ. მაგალითად, გვაქვს ვალუტის გაცვლითი კურსების კალკულატორი და მომხმარებელს შეუძლია შეიყვანოს მისთვის სასურველი ვალუტა, რომლის შეძენაც მას სურს და აირჩიოს რამდენიმე კომერციული ბანკი. შემდეგ კი ეკრანზე გამოვა შედეგი ამ კომერციული ბანკების ჭრილში მას რა თანხა დასჭირდება არჩეული ვალუტის შესაძენად. თუ საბანკო სექტორში რომელიმე ბანკს აქვს უკეთესი პირობა - ეს ინფორმაციაც მოცემული იქნება სხვა ფერად და მომხმარებელს შეუძლია ნახოს ინფორმაცია, რომ სხვა ბანკი უკეთეს პირობებს სთავაზობს.

ამასთან, ბარათი საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი საგადახდო ინსტრუმენტია და თავისთავად ბარათის კალკულატორი შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთ ინოვაციურ კომპონენტად. როდესაც უცხოეთში მივემგზავრებით - ხანდახან ჩვენთვის უცნობია რომელი ვალუტის აკუმულირება ჯობია ჩვენს ბარათზე და ეს კალკულატორი მოგვცემს ინფორმაციას ამათუ იმ ქვეყანაში გამგზავრებისას რომელი ვალუტა ჯობია.

ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა ჩვენი პლატფორმის კონცეფცია. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ უფრო მეტი კალკულატორი დავამატეთ - ზუსტად საქართველოს სპეციფიკიდან და მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე. ანუ ჩვენი პლატფორმა საქართველოს მოქალაქეებზე არის მორგებული. შესაბამისად, ამ პლატფორმის დანერგვით ჩვენც შევასრულეთ ევროდირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა შევასრულეთ", - აცხადებს ნატალია ჭყოიძე.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა 16 ივლისს აამოქმედა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის - ინგა ფხალაძე

10.08.2026.20:50

„ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, 2026 წლის გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას" - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა