მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ახალი სტარტაპ-კომპანიების, ინოვაციური იდეების დაფინანსება გაგრძელდება - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„საქართველოში მართლაც ნულიდან ჩამოყალიბდა სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის მექანიზმი. ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი დასრულდა, მაგრამ ამ პროექტით არ მთავრდება ჩვენს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა, პირიქით, ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით - სახელმწიფოს უამრავი გეგმა, მიზანი და ამოცანა აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების საპრეზენტაციო ღონისძიებაზე. 

პროექტი 2018 წლიდან ხორციელდებოდა - მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით,  დღემდე სულ  186 პროექტი დაფინანსდა, 40 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება და  3000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი და მხარდაჭერილი არაერთი ქართული სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე გავიდა და წარმატებით საქმიანობს. ლევან დავითაშვილმა პროექტის მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა როგორც მსოფლიო ბანკის გუნდს, ისე თავად სტარტაპერებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მომავალშიც აქტიურ მუშაობას აპირებს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მსოფლო სამეულში მყოფი აქსელერატორი - „500 სტარტაპი" შემოიყვანა, ამ პროგრამის რამდენიმე ეტაპი უკვე წარმატებით დასრულდა და მომავალში გაგრძელდება ახალი სტარტაპ-კომპანიების, ინოვაციური იდეების დაფინანსება. 

„გვინდა, მაქსიმალურად მეტი ადამიანი მოვიცვათ, ვისაც ინოვაციური იდეები აქვს, ან სურს, თავისი ნიჭი ახალ მიმართულებებს მოახმაროს, დახვეწოს თავისი უნარები. წელს და მომავალ წელს რამდენიმე ათასი დამწყები აიტი სპეციალისტის მომზადებას ვაპირებთ.  პროფესიული კადრების მომზადებითა და სტაპტაპ იდეების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ საქართველოში ისეთი კომპანიების ჩამოყალიბებას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს საერთაშორისო ასპარეზზე" - განაცადა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი. 

პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე - კერძო ინვესტორების ჩართულობასა და ქართული სტარტაპების დაფინანსებაზე. მან ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეული სტარტაპები დააჯილდოვა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა