კახეთში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებსა და რესტორნებში წლიურ ჭრილში, შესაბამისად, 17% და 38%-ით გაიზარდა - TBC Capital
TBC Capital განახლებულ პუბლიკაცია ,,ტურიზმის პულსი - აგვისტო 2026” აქვეყნებს.
,,2026 წლის აგვისტოში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი. რეგიონების მიხედვით დინამიკა ძირითადად დადებითია. შემოდგომის პერიოდში თბილისსა და კახეთში ზრდის გაგრძელებაა მოსალოდნელი, ხოლო აჭარაში ზაფხულის პიკური სეზონის დასრულებამ შესაძლოა აქტივობა შეანელოს. 2026 წლის აგვისტოში არარეზიდენტების ჯამური უნდღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურიად, შესაბამისად, 26% და 30 % -ით გაიზარდა. თბილისში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 13%-ით, ხოლო რესტორნებში 54%-ით გაიზარდა. აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურ ჭრილში 54%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯები 6%-ით შემცირდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. რაც შეეხება კახეთს, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებსა და რესტორნებში წლიურ ჭრილში, შესაბამისად, 17% და 38% -ით გაიზარდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
29.09.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9552 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6051 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6051 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9552 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9632 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.008 ლარი შეადგინა.