მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ინვესტორები უსაფრთხო აქტივების ძიებაში არიან - TBC Capital

news image
mbc image

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ინვესტორები უსაფრთხო აქტივების ძიებაში არიან. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მყისიერად გაიზარდა ტრადიციული უსაფრთხო აქტივების ფასი, როგორებიცაა აშშ დოლარი, შვეიცარიული ფრანკი და ოქრო.

„ამავდროულად, თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ აშშ დოლარი გასული წლის განმავლობაში განვითარებადი ეკონომიკების ვალუტებისთვის დამახასიათებელ ნიშნებსაც ავლენდა, რასაც დიდწილად საშუალო და გრძელვადიანი სტრუქტურული ფაქტორები განაპირობებდა. ეს ფაქტორები, თავისთავად, კვლავ სახეზეა; ამდენად, აშშ დოლარის მოკლევადიან გამყარებას რისკებიც ახლავს თან. ამ ყველაფრის ფონზე, ხომ არ შეიძლება, პირიქით, განვითარებადი ეკონომიკის ვალუტაც, ნაწილობრივ მაინც, უსაფრთხო აქტივად განვიხილოთ? რამდენად შესაფერისია ამ როლისთვის უზბეკური სუმი?

თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი ჩვენი პუბლიკაციების სერია უზბეკურ სუმში ინვესტირების შესახებ. ამ მხრივ, სუმსა და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და რისკებზე პირველად 2024 წლის ოქტომბერში ვისაუბრეთგასული წლის ივნისში კი უკვე პროგნოზებს დავუბრუნდით და მათი მართებულობა შევაფასეთ. რა შეგვიძლია ვთქვათ ახლა? 

მიმდინარე მოვლენები, მოკლევადიან პერიოდში, კიდევ ერთხელ მიუთითებს უზბეკეთის ეკონომიკის მდგრადობაზე, რაც საექსპორტო ბაზის დივერსიფიცირებიდან გამომდინარეობს. ეს, თავის მხრივ, სუმის სტაბილურობის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია. მართლაც, რეგიონის სხვა ვალუტებისგან განსხვავებით, ბოლო დღეებში სუმი აშშ დოლარის მიმართ, ფაქტობრივად, არ გაუფასურებულა.

რაც შეეხება საშუალოვადიან ფაქტორებს, ინფლაციისა და საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შემცირება გრძელდება, დაკრედიტების ზრდა ნორმალიზდა, საგარეო ბალანსი კი უმჯობესდება. ამდენად, საერთო ჯამში, ჩვენი პროგნოზი უცვლელია: სუმის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლება და სუმის გაცვლითი კურსის, სულ მცირე, ნაკლები გაუფასურება - შესაძლოა, დამატებით გამყარებაც კი“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 8 - 12 ივნისი

08.06.2026.01:52

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 8 - 12 ივნისის კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი

9 ივნისი | მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი)

9 ივნისი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი)

10 ივნისი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მაისი)

12 ივნისი | მუზეუმების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)

12 ივნისი | თეატრების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)

სებ-ის კალენდარი

10 ივნისი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა