„ალდაგი“ აქტიურად არის ჩართული აგროდაზღვევაში და, შესაბამისად, შემდგომი ნაბიჯები, რაც იქნება გადასადგმელი, ჩვენ მზად ვართ, რომ ისევ გავაგრძელოთ აღნიშნული დარგის მხარდაჭერა - გიორგი ბარათაშვილი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 32-ე დისკუსია „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები” გაიმართა.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელი ნათია ცაბუტაშვილი, სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე.
დისკუსიის „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე, აგრეთვე ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისა და საექსპორტო პოტენციალის გაფართოების შესაძლებლობებზე. განხილვის მნიშვნელოვანი მიმართულებები იყო აგრობიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების ეფექტიანობა, საინვესტიციო შესაძლებლობები და სექტორის მდგრადი განვითარების პერსპექტივები.
„ზოგადად, აღნიშნული ტიპის ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის საუბარი ყოველთვის ახდენს დარგის განვითარებაზე ძალიან დიდ ზემოქმედებას.
შესაბამისად, აგრო დაზღვევის მიმართულება არის ის მიმართულება, სადაც სახელმწიფოს ჩართულობა, სახელმწიფოს როლი არის ძალიან დიდი და დღეს აღინიშნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც აგროდაზღვევის როლმა კიდევ უფრო წარმოიწია და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რეალურად, რომ ამ დარგში დავაინვესტიროთ აგროდაზღვევის მიმართულებაში. „ალდაგი“ აქტიურად ჩართული აგროდაზღვევაში და, შესაბამისად, შემდგომი ნაბიჯები, რაც იქნება გადასადგმელი, ჩვენ მზად ვართ, რომ ისევ გავაგრძელოთ მხარდაჭერა აღნიშნული დარგის“, - აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი
პარტნიორები - თეგეტა ჰოლდინგი, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, ალდაგი, ტასჰაბი, Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი
სხვა სიახლეები
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა
21.10.2026.10:28
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შუა დერეფნის კონტექსში. ასეთ პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის ენერგო კაბელი და სხვ. ასევე ხაზი გაესვა DFC - ის მხარდაჭერას და უწყვეტ ჩართულობას კორპორაციის მიერ საქართველოში როგორც განხორციელებულ და მიმდინარე, ისე მომავალ პროექტებთან მიმართებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში აშშ - დან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 77 პროცენტით გაიზარდა - ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და I - II კვარტალში აშშ-იდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა 58.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 65 პროცენტიანი ზრდაა.
შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე დაესწრნენ.