ალდაგისა და თბილისი ჰილსის გოლფ კლუბის თანამშრომლობის ფარგლებში ამხანაგური ტურნირი გაიმართა
სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის პრიმოსა და „თბილისი ჰილსის გოლფ კლუბის“ თანამშრომლობის ფარგლებში, გოლფის პირველი „ამხანაგური ტურნირი“ გაიმართა, რომლის მიზანი მეგობრობისა და სპორტული მოტივაციის გაძლიერება იყო.
ტურნირში ქართველი და უცხოელი გოლფერები მონაწილეობდნენ, რომლებსაც კაპიტნობას Steven Fraga (საერთაშორისო გუნდი) და ლევან ჭარელაშვილი (ქართველების გუნდი) უწევდნენ, ტურნირი საერთაშორისო გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
„მსგავსი ღონისძიებები ალდაგისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ტურნირში წარმოდგენილი ვიყავით ალდაგის პრემიუმ ბრენდის - პრიმოს სახელით, რომელიც პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა და სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სიახლეა. პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი და სიმარტივეა. მისი ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებები, კი, სრულადაა მორგებული მომხმარებლების საჭიროებებზე. ტურნირის ფარგლებში, პრიმომ გამარჯვებულ გუნდს პერსონალური საჩუქრები გადასცა,“- აცხადებენ ალდაგში;
პრიმო საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში, მანქანის ჩანაცვლების სერვისი, კონსიერჟის მომსახურება და ა.შ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826